რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომელთაგან აირჩიეს: გ. ზ. იარალოვი, ა. ს. ბეკზადიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს, ქუთაისში, პურის მცხობელთა ამხანაგობის კრებაზე კანდიდატებად ი. ზ. ბადრიძე და ვ. ხაინდრავა აირჩიეს. ზედამხედველი კომიტეტის წევრად – ვ. ჟორჟოლაძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობდა 44 კაცი, რომელთაგან აირჩიეს ი. მ. ალიხანოვი, ი. ს. ალიხანოვი, ა. გ. მამიკონოვი, ა. ი. ორბელი, არტემ ფირალოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს ჩატარდა ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება, რომელსაც უნდა აერჩია 24 რწმუნებული. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 44 კაცმა, რომლიდანაც აირჩიეს: ა. თ. ფრიდონოვი, ზაქარია სიდამონ-ერისთავი, ლაზარე ტიგრანოვი, ვ. თუმანოვი, ალექსანდრე ხატისოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის დრამატულმა დასმა ეფემია მესხის მონაწილეობით წარმოადგინა ოსტროვსკის დრამა "უბრალოდ დასჯილნი".
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართა პურის მცხობელთა ამხანაგობის კრება ი. პურადოვის თავმჯდომარეობით.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს გაიმართა თბილისის მუსიკალური საზოგადოების დირექციის წევრთა არჩევნები. დირექტორად ისევ კონსტანტინე ალიხანოვი აირჩიეს.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წლის 8 დეკემბერს კვლავ განახლდა გამცემა გაზეთ „არგონავტისა", რომელიც შეიძინა რ. ა. იოანესიანმა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ განიხილა ვლადიმერ მიქელაძის მოხსენება წვრილი კრედიტის მოწყობის შესახებ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 10 დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ივანოვსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 10 დეკემბერს სასოფლო–სამეურნეო საზოგადოების კრების თავმჯდომარის მოვალეობა ალექსანდრე ქალანთარმა შეასრულა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში დრამატულმა დასმა ნინო ჩხეიძის მონაწილეობით ა. ცაგარლის დრამა „გულჯავარ" და ვოდევილი „დუელი" წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატებად ა. მ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი, ნ. ვ. არღუთინსკი – დოლგორუკოვი და ქრ. ვერმიშევი დაასახელეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 12 დეკემბერს თბილისის საბჭოს დარბაზში ხმოსნებმა ჩაატარეს კერძო კრება, რომელზეც ქალაქის მოურავობის კანდიდატი აირჩიეს. კრებაზე კონსტანტინე ალიხანოვმა უარი თქვა მოურავობის კანდიდატად მის დასახელებაზე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 13 დეკემბერს ქუთაისში დრამატულმა დასმა გ. სუნდუკიანცის კომედია "პეპო" და ვოდევილი "დატრიალდა ჯარა" წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში "ხანუმა" და "ცოლი ორი დღით" წარმოადგინეს. კომედიაში ვ. მჭედლიშცილი და ა. იმედაშვილი მონაწილეობდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს თბილისის თეატრში ქუთაისის დედათა უფასო სკოლის სასარგებლოდ დაინიშნა რუსული წარმოდგენა საკონცერტო განყოფილებით. სპექტაკლში მონაწილეობას იღებდნენ: ვ. ალექსი-მესხიშვილი, ტასო აბაშიძე, ეფემია მესხი, მ. ქორიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს ბათუმში ჩავიდა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს ქალთა უფასო სასწავლებლის მოწაფეთა სასარგებლოდ გაიმართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტასო აბაშიძე, ვასილ აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი.

