რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მეურნეობის ინსპექტორის, ვასილიევის თავმჯდომარეობით გამართულ ბაღების პატრონთა კრებაზე განიხილეს თბილისში მოსკოვის მევენახეთა და მეღვინეთა კომიტეტის განყოფილების დაარსების საკითხი. კომიტეტის მიზანი იყო მევენახეთა და მეღვინეთა საჭიროებებისათვის ხელი შეწყობა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს სტეფანე დავითის ძე გაგუა ქალაქ ხონის საქალაქო სკოლის ინსპექტორი იყო
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902–1918 წლებში ანდრია ბენაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
კოტე ანდრონიკაშვილი 1902 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902-1904 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-6 მსროლელი ბრიგადის მმართველობის შტაბ-ოფიცრად მსახურობდა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1916 წლებში ივანე ანდრონიკაშვილს ბათუმის ქალაქისთავის თანამდებობა ეკავა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 6 იანვრისთვის თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად დაგეგმილი ღონისძიების ხელმძღვანელი იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანისა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ბათუმიდან შემოსული საწევრო გადასახადების თანხა ადგილობრივ სკოლას უნდა მოხმარებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 იანვარს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის სკოლის გამგემ, პართენ გოთუამ მოხსენება გააკეთა სამზრუნველოს ერთ-ერთი წევრის მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 7 იანვარს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ანასტასია ლომინაძე დროებით დაინიშნა ბათუმის სკოლის მასწავლებლად.

