რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი მზარდობით
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 24 დეკემბერს ეჩმიაძინიდან თბილისში ჩამოვიდა სომეხთა ეპარქიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი გეორქ სურენიანცი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ნინა მერაბის ასულ თავდგირიძის თაოსნობით გაიმართა ლიტერატურული და სამუსიკო საღამო საკვირაო სკოლის დასახმარებლად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 დეკემბერს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ალექსანდრე დიუმას დრამა „მარგარიტა გოტიე", რომელშიც მარგარიტას როლს ეფემია მესხი ასრულებდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 დეკემბერს თბილისის გამგეობის წევრებმა ესტატე ჩერქეზიშვილმა და ამბარცუმ ენფიაჯიანცმა ექიმებთან, ბარტელსა და დანკევიჩთან ერთად ნავთლუხში დაათვალიერეს ადგილები მიხეილის საავადმყოფოს სასაფლაოსთვის თავისუფალი ადგილის მოსაძებნად.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 დეკემბერს ავჭალის სახალხო თეატრში ვაჟთა პირველმა სკოლამ გამართა ლიტერატურულ-სამუსიკო დილა. მოსწავლეთა ხორომ, რომლის ლოტბარი იყო კაზიმირ ცხომელიძე, შეასრულა სიმღერები, ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის წრის დარბაზში ბავშვთა სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარე ტ. გ. ნაზაროვმა ქუთაისელი ბავშვებისთვის გამართა შობის ხე, ბავშვებს ტანსაცმელი დაურიგეს.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სიმონ ივანეს ძე ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს სოფელ ნაესაკაოში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 დეკემბერს გამართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ანტონ ნატროშვილმა და ნიკოლოზ სულთან კრიმ-გირეიმ წაიკითხეს მოხსენებები სკოლებში „დედაენის“ სწავლების შესახებ.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გენერალი ალექსანდრე ფრეზე ქუთაისში გაემგზავრა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 29 დეკემბერს თბილისში, ნავთლუხში, ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა მანდენოვის მატყლის სარეცხი ქარხანა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 30 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ წერილობით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ 1903 წლის 20 და 27 იანვარს სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომებს დასწრებოდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 30 დეკემბერს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ალექსანდრე ფრეზე.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. იგი 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლიდან გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე ბათუმის მენშევიკური პარტიის წევრი იყო.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წელს იოსებ აბაკელია სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში იწყებს მუშაობას ქ. ოდესაში და ნოვოროსიის უნივერსიტეტის პარტიის სტუდენტთა ფრაქციის კომიტეტის და პერესიპის მუშათა რაიონის წევრად ითვლება.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლიდან კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა კაჭრეთში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა დროგამოშვებით ახერხებდა თბილისში გამოპარვას, სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, აქ დაუხლოვდა ირაკლი წერეთელს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903/1904 (ზუსტი თარიღი უცნობია) ილია ბადრიძე გოლოვინის პროსაპექტზე გამართული დემონსტრაციის მედროშე იყო.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.

