საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ წარმოთქვა სიტყვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვრის დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომას დაესწრნენ: დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ოლივერ უორდროპი, საფრანგეთის მისიის წარმომადგენელი ნონანკური, იტალიის წარმომადგენელი გაბბა, საბერძნეთის, პოლონეთის, ფინეთის, ლიტვის, უკრაინის, აზერბაიჯანის და სომხეთის მისიების წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით გაიმართა დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე ლომთათიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის სახელით სამადლობელი წერილი გაუგზავნა პარიზში საზავო კონფერენციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მთავრობის სახელით სამადლობელი წერილი გაუგზავნა ლონდონში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ კერზონს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „სადღეისოდ“, რომელიც ეძღვნებოდა 1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 იანვარს თბილისის სახელმწიფო თეატრში სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობით იდგმებოდა ოპერა „ქეთო და კოტე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „საქართველოს ფინანსური მიმოხილვა“ (საფინანსო აპარატის კონსტრუქცია).

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის წერილი „ცხვრისა და საქონლის მომშენებელთა მომავალი ყრილობის გამო“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმში ჩავიდა ცნობილი მოცეკვავე ლიდია ჯონსონი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა ჯეიმს კუკ-კოლისმა გამოაცხადა ხელფასების მომატება. უსწავლელი მუშებისთვის უნდა განსაზღვრულიყო 5 500 მან., დღიურად – 220 მან, ნასწავლი მუშებისთვის – 8 000 მან., დღიურად – 320 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმში სურსათის კრიზისის და სიძვირის გამო არეულობა იყო. ბოლო ხუთი კვირის მანძილზე ფქვილს ბრიტანეთის არმიიდან იღებდნენ, რომელიც შეწყდა. ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა სტამბულში 500 ტონა ფქვილი შეიძინა, რომელიც გემით უნდა მოეზიდათ. ამ ფქვილში ინგლისის სარდლობას უნდა გადაეხადა ინგლისური ფული (გირვანქა სტერლინგები), ან ამიერკავკასიის ბონები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ტეიუფ-ეფინდიევი გადააყენეს ხანახის რაიონის კომისრის თანამდებობიდან.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, არტაანის ოლქის კომისრის დადგენილებით საოლქო საპყრობილეში დაპატიმრებული იყო ორი მაჰმადიანი – ჰუსეინ-ალი-ოღლი და ალი-ალტიატ-ოღლი, რომელთაც ბრალდებოდათ ხანიორის გადასასვლელზე ორი ქართველისა და ორი თურქმენის მკვლელობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს მთავრობასთან მისალოცად მივიდნენ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო მინისტრის რწმუნებული, მაიორი დელი, მოკავშირეთა უმაღლესი კომისარი ჰასკელი, ამერიკის კონსული დულიტლი, საფრანგეთის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარე, მაიორი დე ნონანკური, იტალიის სამხედრო მისიის თავმჯდომარე, პოლკოვნიკი გაბბა, იტალიის კონსული ფრანსონი, საბერძნეთის დიპლომატიური მისიის თავმჯდომარის მოადგილე, ბელგიის კონსული მელერი, შვეიცარიის საგანგებო დელეგატი მეიერი, შვეიცარიის კონსული ბერლემონი, ესპანეთისა და ნიდერლანდების კონსული ფარსედიანი, ნორვეგიის კონსული გურსკი, უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენელი კრასკოვსკი, უკრაინის გენერალური კონსული ლისნიაკი, პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი, ლიტვის დიპლომატიური წარმომადგენელი ბურკვისტი, ჩეხოსლოვაკეთის დიპლომატიური წარმომადგენელი სვატოში, სპარსეთის გენერალური კონსული მირზა თაღი ხან მოატ ზეზო დოულე, აზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენელი ვექილოვი, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი აფრიამ ევანგულოვი, მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი უჯახოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 27 იანვარს კონსერვატორიის დარბაზში გაიმართეობდა მარგარიტა მირიმანოვას კონცერტი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისის სახელმწიფო თეატრში ახლო მომავალში გაიმართებოდა ცნობილი მომღერლის, ცესევიჩის გასტროლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული საოპერო სტუდია ამზადებდა კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის ოპერა „ვეფხისტყაოსნის“ მესამე მოქმედებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მუსიკოსებმა, ია კარგარეთელმა და დიმიტრი არაყიშვილმა ქართულ კლუბს ახალი რომანსები წარუდგინეს, რისთვისაც პრემიები მიიღეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის და იყო მატრონე ბერიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ სასახლის აივნიდან სამადლობელი სიტყვით მიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის მისალოცად ეროვნული დროშებით მისულ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს უჯახოვი იყო მთიულთა წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს აფრიამ ევანგულოვი იყო სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მირზა თაღი ხან მოატ ზეზო დოულე იყო სპარსეთის გენერალური კონსული საქართველოში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბურკვისტი იყო ლიტვის დიპლომატიური წარმომადგენელი საქართველოში.