რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფაინერი იყო კლარნეტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ფიდელმანი იყო ფლეიტის მასწავლებელი ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების კლასში.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის საკომერციო კლუბში 1-ელ მარტს გაიმართებოდა წარმოდგენა, ავქსენტი ცაგარლის მიერ გადმოკეთებული „პრიკაშჩიკი შკაფში“ ერთმოქმედებად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის საკომერციო კლუბში 1-ელ მარტს გაიმართებოდა წარმოდგენა, ალექსანდრე მოჩხუბარიძის თხზულება „ყაჩაღი არსენა“ სამმოქმედებად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აფხაზეთში ტ. მარშანიას ოჯახის მსახური სახლში დაბრუნების დროს მოკლეს და აღებული ჯამაგი მოპარეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 31 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი ქუთაისის ქალაქისთავად აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 თებერვალს კბილის ექიმის ვოლფზონის სამუშაო ადგილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა ორი კარადა. ცეცხლის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაიწყო გამოძიება.
1888
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 26 თებერვალს სამსახურიდან გამოსვლის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯარისკაცი ივანოვი.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 25 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა თბილისის სათემო სადარაჯოს უფროსი ზურაბ დევდარიანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სახალხო სკოლის მზრუნველ სპირიდონ მაჭავარიანთან, ლუკა ასათიანთან, ან. ლორთქიფანიძესთან და მოადგილე ზავადსკისთან ერთად ეწვია ქუთაისის სათავდაზნაურო სკოლას და შეისწავლა იქ არსებული მდგომარეობა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სახალხო სკოლის მზრუნველს თხოვნით მიმართეს სპირიდონ მაჭავარიანმა და ქუთაისის ქალაქის თავმა ლუკა ასათიანმა, რომ არ გაეუქმებინათ პარალელური კლასები და მოსამზადებელი კლასები, რადგან სწავლის ეს ეტაპი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო იყო. მათი თქმით, თავადაზნაურები გაუწევდნენ სკოლას დახმარებას და ასევე ითხოვდნენ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცდა ჩაეტარებინათ გინმაზიის მოსწავლეებთან ერთად და არა ზაფხულის არდადეგების შემდეგ.
1919
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის სიმღერის კლასში მასწავლებლები იყვნენ: ა. ი. ჯაყელისა, გ. ი. კირილოვისა, რ. ნ. პოლიაევი, პროფესორი ე. კ. რიადნოვი, ო. ა. შულგინა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სტუდენტი გ. სვანიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კავშირის გამგეობის წევრი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სტუდენტი გ. სვანიძე იუწყება, რომ სტუდენტთა კავშირის გამგეობამ პროფესორთა საბჭოს თანხმობით გადაწყვიტა, 26 იანვარს მთელ საქართველოში აღენიშნათ უნივერსიტეტის გახნის დღე და მოეწყოთ სადღესასწაულო საღამოები. ქუჩებში უნდა გაყიდულიყო საგანგებულოდ გამოცემული გაზეთი და ყულაბებით შეგროვებულიყო ფული ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 3 მარტს გორში ქართული თეატრი წარმოადგენდა ზურაბ ანტონოვის კომედიას „ქმარი ხუთი ცოლისა“ ორ მოქმედებად და რაფიელ ერისთავის „ადვოკატებს“ ერთმოქმედებად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა დავით ერისთავის მიერ თარგმნილი კომედია „დროებითი სიყვარული“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, თამაროვისა, მ. ლეონიძისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი, ივანე ჯაჯანაშვილი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 2 მარტს გაიმართებოდა კ. მესხის ისტორიული დრამა „თამარ ბატონიშვილი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იოსებ ცისკარიშვილის ცნობით თელავში გახსნეს ახალი აფთიაქი, რაც სასიხარულო ფაქტი იყო თელაველებისათვის, რადგან მხოლოდ ერთი აფთიაქის ამარა იყო მთელი ქალაქი. ი. კახელის თქმით ექიმები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ თუ რა ღირებულების წამლებს უწერდნენ პაციენტებს, ამით შემდეგ აფთიაქი სარგებლობდა და დაწესებულ ფასზე კიდევ ამატებდა თანხას, საბოლოო ჯამში ღარიბი ხალხი ვერ ახერხებდა წამლის ყიდვას და ისევ შინაური მკურნალობის ხერხს მიმართავდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ხაშურში რკინიგზის თანამშრომლებმა გამართეს ვახშამი, რომელიც უბედურებით დასრულდა. ვახშამზე მყოფმა მექანიკოსის თანაშემწე ვოლკოვმა სამჯერ სცადა იარაღით მიეყენებინა ჭრილობა საკუთარი თავისთვის, თუმცა დამსწრე პირებმა ის სიკვდილისგან იხსნეს, მან მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა თავი. ვოლკოვის ასეთი ქცევის მიზეზი ვახშამზე მყოფი ერთ-ერთი ქალის გულგრილობა იყო მის მიმართ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 26 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ღვინის სარდაფ „ალაზნის“ მფლობელმა ს. დ. ანდრონიკაშვილმა გავრცელებული ხმების აღმოსაფხვრელად, თითქოსდა თბილისში ყველა სარდაფის ღვინოებს ქიმიურ დანამატებს ურევდნენ, ღვინის ქიმიურად გასასინჯად მოიწვია ექიმები ჰენრიხ სტრუვე და გიორგი ალიბეგოვი. მათ დაადასტურეს, რომ „ალაზნის“ ღვინო არ შეიცავდა ქიმიურ დანამატებს და ბუნებრივად სუფთა იყო.

