რეგისტრირებული ფაქტები87769
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის დიაკვანი იყო მიხეილ ვასილის ძე ზერცალოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის დეკანოზი იყო ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ნაუმოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კართან არსებული კანტორის მთავარი ბუღალტერი იყო ანდრია ეგნატეს ძე ტროფიმოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კართან არსებული კანტორის ხაზინადარი იყო ლუკა დორმიდონტის ძე ლიხუშინი.
1869
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის კარის ჰოფმაისტერის, კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერის მეუღლე იყო ელენე ვასილის ასული რებინდერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ოლღა თეოდორეს ასული რომანოვას კარის ჰოფმაისტერი იყო კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერის მეუღლე, ელენე ვასილის ასული რებინდერი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს მედიცინის დოქტორი ანდრია ანდრიას ძე ლიბაუ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის საპატიო ლეიბ-მედიკოსი იყო.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სამეფო კარის ჰოფმაისტერი იყო კონსტანტინე გრიგოლის ძე რებინდერი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რადომსკი იყო ბინის მფლობელი, მომჩივანი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი თბილისში მდებარე სახლის მფლობელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, გეპშტეინის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის 1918 წლის 3 ივლისის დადგენილება მელიქ-აზარიანცის სახლში რადომსკის ბინის დანდუროვისათვის რეკვიზიციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თადეოზ გამალოვი იყო მომჩივანი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ათანასი ერიმევი იყო ბინის მფლობელი, მომჩივანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის გამგეობის რწმუნებულის, ნაფიცი ვექილის, ამირხანოვის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა ქ. თბილისის გამგეობის განკარგულება ათანასი ერიმევის ბინის რეკვიზიციის შესახებ თადეოზ გამალოვისთვის.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამირხანოვი იყო ნაფიცი ვექილი.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე სიმონის ძე დოროჟნოვი ტანსაცმლის მაღაზიის მეპატრონე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბაბუშკინი იყო თბილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის რწმუნებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასამართლოში განიხილავდნენ თბილისის საგუბერნიო სასურსათო კომიტეტის რწმუნებულ ბაბუშკინისა და ქ. თბილისის გამგეობის ნაფიცი ვექილის ამირხანოვის საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების 1918 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც გაუქმდა თბილისის საგუბერნიო და ქალაქის სასურსათო კომიტეტების დადგენილება პ. ს. დოროჟნოვის მაღაზიის რეკვიზიციის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამხატვრო არტისტულ წრეებში ახლო მომავალში დაგეგმილი იყო საღამო ნიკოლაი ჩერეპნინის ხელმძღვანელობით.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გამოვიდა სამხატვრო-სალიტერატურო ჟურნალი „თბილისი“, რომელშიც გამოქვეყნდა გალაკტიონ ტაბიძისა და გიორგი საგანელიძის ლექსები, არტემ გაბუნიას ნოველა და თარგმანები ფრანჩესკა პეტრარკადან, რიჰარდ ბიუკალიდან, ედგარ პოდან, შარლ ბოდლერიდან, პიერ ლუისიდან და სხვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სახელმწიფო თეატრში ახლო მომავალში დაგეგმილი იყო მ. დავიდოვის გასტროლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ გიორგი დ. სიდამონ-ერისთავი განთავისუფლებულიყო სოხუმის სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობიდან.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ფლობდა ოქროს ხმალს წარწერით „სიმამაცისთვის“.

