რეგისტრირებული ფაქტები87767
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში გაიმართა ჭიდაობა თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით ხარკოვის უნივერსიტეტის სტუდენტის ჯინორიძის დასახმარებლად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ნოემბერს დაბა ყვირილაში თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძის, კალენიკე მესხისა და ქრისტინე დარახველიძის ორგანიზებით სტუდენტ ჯინორიძის დასახმარებლად გამართულ ჭიდაობაზე გამარჯვებულს 18 მანეთი გადასცეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი იყო კავკასიის მთავარმართებელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოში განიხილეს აბგარიანცის საქმე. მას თავის ქარხანაში მავნებელი შუშხუნა წყლების დამზადება ბრალდებოდა. სასამართლომ აბგარიანცს 25 მანეთი ჯარიმა დააკისრა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის ნ. დიასამიძის ადვოკატი იყო კონსტანტინე ნიკოლოზის ძე რეიტერი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ნიკოლოზ დიასამიძის საქმეზე. მას ერთკვირიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ადვოკატებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მსჯავრდებულის სალამბეგოვის დამცველი იყო ოპოჩინინი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 12 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სალამბეგოვის საქმეზე. მას ორკვირიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ადვოკატებმა და პოლიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 16 ნოემბერს ბანკის (არწუნისეულ) თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასს უნდა წარედგინა სამმოქმედებიანი დრამა-კომედია „შეშლილია“, რომელშიც მონაწილეობდა ბარბარე ანდრიას ასული ხერხეულიძე-ავალიშვილისა (ავალოვი).
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ფოსტალიონის მწერალი იყო ი. ჩიტავა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა ქართული ხოროს პირველი კონცერტი ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილის ხელმძღვანელობითა და იოსებ ი. რატილის ლოტბარობით. კონცერტი 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ დიმიტრის ძე აღნიაშვილი იყო ქართული ხოროს ხელმძღვანელი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები, რომლის მიზანი იყო სპეციალური საკომერციო განათლება მიეცა ქალ-ვაჟებისთვის, მოემზადებინა და ესწავლებინა ანგარიში, მდებარეობდა სოლოლაკში, ლაბორატორიის ქუჩის N 11-ში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ევგრაფ იაგორის ძე ხოსროევი თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იყო.

