საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87764

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, სადაც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში თავის მწვერვალს მიაღწია.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ჯაყელი იყო ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბათუმში.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს გიორგი ჭოღოშვილი იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წელს ალიოშა წუწუნავა არ იყო სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს იონა მეუნარგია იყო ქუთაისში გამართული საგუბერნიო საერობო თათბირის მდივანი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა გურიის არეულობაში მონაწილე პატიმრები შეიწყალა თანაშემწის, კრიმ-გირეის რჩევით.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვი თბილისის ახალი მეფისნაცვალი გახდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვი თბილისში ჩავიდა თბილისის მეფისნაცვლის მოვალეობის შესასრულებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე წარსაგზავნ რწმუნებულად აირჩიეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ თანამოაზრეებთან ერთად პოლიციის მიერ აკრძალული „განთიადის“ სანაცვლოდ გაზეთი „ელვა“ გამოუშვა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გაზეთი „განთიადი“, რომლის მდივანიც თევდორე კიკვაძე იყო, პოლიციამ დახურა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თევდორე კიკვაძე იყო გაზეთის „განთიადი“ მდივანი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს თევდორე კიკვაძის რედაქტორობით გამოვიდა გაზეთი „განთიადი”.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „სხივი”, რომელშიც თევდორე კიკვაძე მუშაობდა, პოლიციამ დახურა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირს, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, ესწრებოდა თავადაზნაურობა, ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატებიული პარტიის წევრები.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს კრიმ-გირეი იყო მეფისნაცვლის თანაშემწე კავკასიაში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, უნდა აერჩიათ თბილისის მეფისნაცვალსა და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად წარსაგზავნი დელეგაცია.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, თბილისის მეფისნაცვალთან და მის მოხელეებთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას მხოლოდ სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია ეწინააღმდეგებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისში თევდორე კიკვაძის მონაწილეობით ჩატარებული საგუბერნიო საერობო თათბირის ჩანაწერი არ მოეპოვებოდა, რადგან გენერალ ალიხანოვის შტაბის ქაღალდები ცენტრალურ არქივში არ ჰქონდათ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე თევდორე კიკვაძესა და პარტიათა წარმომადგენლებს შორის გამართული პოლემიკა, რაც თბილისში მეფისნაცვალთან მოსალაპარაკებლად დელეგაციის გაგზავნას ეხებოდა, სტენოგრაფიულად ოქმში შეიტანა თათბირის მდივანმა, იონა მეუნარგიამ.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს გიორგი ზდანოვიჩი იყო ფედერალისტური პარტიის ხელმძღვანელი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე კამათი გაიმართა ფედერალისტთა ლიდერ ზდანოვიჩსა და სოციალ-დემოკრატ კიკვაძეს შორის, რომელსაც მეფისნაცვალთან მშვიდობიანი გზით საკითხთა მოგვარებისა არ სჯეროდა.