რეგისტრირებული ფაქტები87764
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ დ. დ. კრაევიჩს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის წარუდგენია თავისი კვლევა, რომელიც ეხებოდა ქალაქ გაგრის ჰოსპიტალში დაავადებათა საერთო ხასიათს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას საზოგადოებრივი ჰიგიენის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ვ. ა. შავროვს – ხელოვნური წყალსაცავების შესახებ, მასვე – მტკნარი წყლის მოპოვების შესახებ დაბა-ქალაქების წყალმომარაგებისათვის, ვ. ი. ბოგაჩევს – მდინარე მტკვრის წყლის თვისებებზე, პეტრე ივანეს ძე სობოლშჩიკოვს – ყვავილის აცრის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნებში.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას საზოგადოებრივი ჰიგიენის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ე. ი. კრასნოგლიადოვს – თუთუნის გავლენის შესახებ ადამიანის ორგანიზმზე, ი. ი. ტალკოს – თუთუნის გავლენის შესახებ მხედველობაზე, პეტრე ივანეს ძე სობოლოშჩიკოვს – მაწანწალა ძაღლების შესახებ ქალაქ თბილისში.
1869
ტიპი: ავტორობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას სამედიცინო ტოპოგრაფიის, კლიმატოლოგიისა და სტატისტიკის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო სამუშაო. კერძოდ, ნ. ვ. პერევერზევს – მლაშე მინერალური წყლების გახსნის თაობაზე, ხოლო ი. ი. კანევსკის – ბუმსკის მინერალური წყლების ადგილმდებარეობაზე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ თბილისის სამხედრო ჰოსპიტალთან გახსნილი საფელდშერო სკოლის ინსპექტორი იყო დ. ლ. ტიანგინსკი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას ქიმიის, ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ე. ი. აბელს – გოაბდის სითხის მნიშვნელობაზე პათოლოგიების საწინააღმდეგო პრეპარატების შენახვისათვის, ვ. პ. ალბრეხტს – ცინხოანინის მოქმედების შესახებ ციებ-ცხელების დროს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას ქიმიის, ფარმაციისა და ფარმაკოლოგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ვ. მ. კარპოვიჩს – ქინაქინის გამოყენების შესახებ, ი. ი. მალინინს – იოდის მოქმედების შესახებ წყალბადზე, ა. ი. დრიგინს – ქინაქინის ხსნარის დამზადების შესახებ კანქვეშა ინიექციებისთვის, ივანე ივანეს ძე მინკევიჩს – ორქლორიანი მეტილენის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას მეან-გინეკოლოგიის განხრით ჩაუტარებია სამეცნიერო კვლევები. კერძოდ, ა. მ. ფინკელშტეინს – ქლოროფორმის შესახებ მშობიარობის დროს, ვ. მ. კარპოვიჩს – ეკლიამფსიის შესახებ პირველი მშობიარობის დროს, ნ. ნ. უშაკოვს – საშვილოსნოს ეპითელიომის შესახებ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ამხანაგობის „სალამანდრა“ აგენტი თბილისში ადამ ეგნატეს ძე ოსტროვსკი ცხოვრობდა ელიზავეტინსკაიას ქუჩაზე.
1865
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1865 წლის პირველი იანვრიდან შაბის წარმოებაზე და გაყიდვაზე უფლებები 12 წლით გადაეცა თბილისის მოქალაქე ხარიტონოვს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ მოსკოვის ხანძრისგან დაზღვევის საზოგადოების თბილისური ფილიალის დროებითი ხელმძღვანელი ივანე სტეფანეს ძე ხატისოვი ცხოვრობდა გაბრიელ შადინოვის სახლში, სადოვაიას ქუჩაზე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 7 იანვარს ქალაქ თბილისში გამართულ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების მეორე სხდომაზე კარლ ლევის ძე ზისერმანს დაევალა საზოგადოების ადგილობრივი გამგეობის საქმეთა და ფინანსთა მართვა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის განკარგულებით დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების სხდომაზე ექიმი შალიგინის მიერ წარმოდგენილი საველე გადასატანი ნივთების მოდელები შესაფასებლად გადაეცა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-სამედიცინო ინსპექტორს.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ეკატერინე ქსავიერის ასულმა ვორონცოვამ თბილისში, ქუთაისსა და თელავში დააფუძნა ქალთა აღმზრდელობით-სასწავლო დაწესებულებები.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ჩატახის თუჯის სადნობი ქარხანა, რომელიც თბილისიდან 74 ვერსტზე მდებარეობდა, ნამდვილი სამოქალაქო მრჩევლის, ვიტეს მემკვიდრეებსა და პრუსიის ქვეშევრდომ ჰერმან ბერნულს ეკუთვნოდა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს: გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვმა, გ. კოზლოვსკიმ, კიუჩარიანცმა, ვ. მ. კარპოვიჩმა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს: ივანე ივანეს ძე მინკევიჩმა, ი. ი. ტალკომ, სტეცკევიჩმა.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კომპანია „Надежда“-ს კანტორის მმართველი იყო თომა ავეტის ძე პეპინოვი.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს პეტრე ივანეს ძე სობოლშჩიკოვმა და ნევეროვმა.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ვინოგრადოვმა, დ. ლ. ტიანგინსკიმ და ვ. ა. მილიოტიმ.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკას თავისი შრომები გადასცეს ვ. ი. პრისელკოვმა, ლაზარევიჩმა, მანცევიჩმა და გეიდემანმა.

