საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87757

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 10 იანვარს გორის პოლიციაში დასაკითხად მიიყვანეს გლეხი პეტრე გაბრაშვილი, რომელიც განსვენებული მღვდლის ლევან ფილიშვილის მამასთან მივიდა და ჰკითხა, თუ ვინ ეგონა თავისი შვილის მკვლელი, ეს საუბარი ფილიშვილს უცნაურად მოეჩვენა და ამის გამო გადაიყვანეს გლეხი გორის პოლიციაში, რომ დაედგინათ ვისგან იყო მიგზავნილი ან რა ინტერესი ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშრებით.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 11 იანვარს თბილისის ოლქის სასამართლოში გაიმართა მოქალაქე მიხეილ თეთრაძის პროცესი. მას ქურდობისთვის 8 თვით პატიმრობა მიესაჯა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მიტროპოლიტი პავლე ივანეს ძე რაევი სიონის ეკლესიაში ჩაატარებდა წირვას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 13 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ გაგრძელება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე ცხვედაძის ცნობით შარშანდელ ნომერში გაზეთის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ძალიან ცუდად აღწერა საგარეჯოს ბანკის საქმიანობა, რაც მისი თქმით, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ცხვედაძე წერილს საბუთად ურთავს ერთ-ერთი წილის მქონე პირის გაბრიელ ბურთიკაშვილის ანგარიშს, რომლითაც ბანკის წარმატებულ საქმიანობას ასაბუთებს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საგარეჯოს ნაცვალმა ჩაატარა ყრილობა, რომელსაც ესწრებოდნენ გლეხები და ვაჭრები. ყრილობაზე გლეხების თხოვნით ვაჭრების გასაკონტროლებლად ბაზრის ზედამხედველებად აირჩიეს შაქრო გულისაშვილი, იაგორ რევაზაშვილი და იოსებ მეზვრიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მომღერალმა და პედაგოგმა ვარვარა ზარუდნაიამ თავისი ბენეფისის მთელი შემოსავალი შესწირა ერთ-ერთ შეგირდ ქალს, რომელსაც თავად ასწავლიდა მუსიკას.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 31 იანვარს საბჭოს კრებაზე თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს აუწყა ლიდია პეტრეს ასული თამამშევის გარდაცვალება, რომელიც 1886 წლიდან 1897 წლამდე ქალაქის სახელოსნოს დირექტორი იყო. სახელოსნოში ქალები სხვადასხვა ხელსაქმეს ეუფლებოდნენ.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 თებერვალს რომის კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში დანიშნული იყო იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი პანაშვიდი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის იანვარში გარდაიცვალა სასულიერო სასწავლებლის მოსწავლე ერმილე ურუშაძე. ბიჭს ხელში რევოლვერი ეჭირა და ტყვია შემთხვევით გაუვარდა.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 24 იანვარს იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი ჭლექით გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. იაკობმა 1895 წელს შეირთო ცოლი და ამ წელსვე შეეყარა ჭლექი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. 1866 წელს იაკობი ქართული ენისა და კალიგრაფიის მასწავლებლად დანიშნეს თბილისის რომის კათოლიკეთა ეკლესიის საერო სკოლაში. იაკობს ძალიან უყვარდა თეატრი და 1889 წელს დაიწყო პიესების თარგმნა. დაწერილი აქვს ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „მტარვალი”.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის 1866 წელს სოფელ ვარგავში დაიბადა. ადრე თურმე მისი პაპა გადმოსახლებულა ამ სოფელში ხიზაბავარიდან. იაკობის სწავლა-განათლებაზე ბიძამისი ზრუნავდა, რადგან მამა ღარიბი ჰყავდა. იაკობმა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა და სოფლის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში ბუჭყიევი გახდა გენერალ-მაიორი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის დეკემბერში მიხეილ ორმოცაძემ შეკრიბა ფული პეტერბურგის სტუდენტების დასახმარებლად. შემოწირულობა გაიღეს ვლადიმერ ქალანთაროვმა, ერასტი ჯაფარიძემ, სამსონ ჟორდანიამ, სილიბისტრო გოგუაძემ, ფილიპე გოგუაძემ, მელიქ ზურაბოვმა, დარისპან ცუცქირიძემ და სხვებმა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ანტონ ფურცელაძის ლექსების კრებული, რომელიც წიგნების მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ხუთმოქმედებიანი დრამა „ივდითი“, რომელიც ივანე მაჭავარიანმა თარგმნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის დეკემბერში ნ. დიდებულიძე იყო ბავშვების პანსიონისა და სასწავლებლის უფროსი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 დეკემბერს ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ვიქტორ გამყრელიძის ბენეფისი. დაიდგა ორი პიესა: „მამა“ და „ბარაქელა მასწავლებელო“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა „გლეხი-კაცის ისტორია“, ფრანგულიდან ნათარგმნი ივანე მაჭავარიანის მიერ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 11 იანვარს, 10 საათზე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე წირვას ჩაატარებდა სამხედრო ტაძარში, რუსთაველის ქუჩაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.