რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი გაბრიელის ძე შავგულიძესა და თეიმურაზ მიქელას ძე გვანცალაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ალექსანდრე სლობოდას დასახლების პირველ ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 179 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პეტრე თედორეს ძე საბანეევს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 311 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ ნიკოლოზ ღოღობერიძის მამა იყო სოლომონ ღოღობერიძე.
1868
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დაფინანსებით ბაქოს გიმნაზიასთან არსებულ პანსიონში სწავლობდა 5 აღსაზრდელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მამედ ჰასან გაჯინსკიმ მოითხოვა, ეცნობებინათ, თუ რა მდგომარეობა იყო საქალაქო არჩევნებთან დაკავშირებით.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კესარია ათანასეს ასულ რუხაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 243 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, შამუელა აბრამის ძე ხანანაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 3 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არონ იაკობის ძე ბუზიაშვილს, შამოელ, მიხაილ და რაფაელ ისხაკას ძე ბუზიაშვილებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 15 კვადრატული საჟენი და 5 კვადრატი ალაბი მიწა, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აგვისტოში ქუთაისის ოლქის სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა უარი უთხრა კონსტანტინე და ბესარიონ გურულებს აღმასრულებელი ფურცლის რეესტრში ჩანიშვნაზე იმ მიზეზით, რომ 1918 წლის 23 თებერვლის დეკრეტის ძალით დროებით შეჩერებული იყო სასოფლო მამულების გადაცემა და აკრძალვა ვრცელდებოდა საადგილმამულო კომიტეტის განმარტებით, აგრეთვე სამედიატორო მსაჯულების განაჩენზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის განკარგულებით, 10-მილიონიანი ფონდიდან 15000 მანეთი გადაეცა ეპიდემიასთან ბრძოლისას დაღუპულ ექიმ ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის მამას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ ევ. გ. კეთილაძეს ქუთაისის სასამართლოს 1918 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გადაწყვეტილი სასჯელი შეცვლილიყო ერთი წლით ციხით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 30 დეკემბერს დუშეთში მოქალაქეთა კრებაზე ახალ დეპუტატად აირჩიეს გრიგოროვი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 დეკემბრის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, რომ უყურადღებოდ დაეტოვებინათ ა. გრ. გეგენავას, ეკატერინე კვალიაშვილის, ვ. სტ. დიდიშვილის, კ. გრ. მაღლაფერიძის, ეფ. სირაძის, ნ. ბ. ჭყონიას, ბაირამ ყარაჯა-ოღლის, ბ. ი. კალანდაძის და ერ. გრ. თოლორდავას თხოვნები სასამართლოს განაჩენებით მათთვის გადაწყვეტილი სასჯელის პატიების შესახებ.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868 წლის 26 მარტს თბილისის გუბერნიის დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე მზრუნველი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგად აირჩიეს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გიორგი ქაიხოსროს ძე იოსელიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავეული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ გაღმა წყალტუბოში მდებარე ეზო, ზვარი, სახნავ-სათესი, 22 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანდრია და ასლან მანუჩარის ძე ჩხეიძეებს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ობჩაში მდებარე ზვარი, სახნავ-სათესი, 10 დესეტინა და 1056 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მამუკა ვახუშტის ძე აბულაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და მაზრაში, სოფელ ქვიტირში მდებარე სახნავ-სათესი, 6 დესეტინა და 288 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს, ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით, „სტოლონაჩალნიკად” დანიშნეს ნიკოლოზ ალავიძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქციას სიღნაღიდან აუწყეს, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა ნაუმენკო. იგი 5 თვით საზღვარგარეთ ყოფილა წასული თვალების მკურნალობის პრაქტიკულ ნაწილის შესასწავლად. სიღნაღში ჩასვლისთანავე პაციენტების დიდი რიგი დაუდგა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით ვოიუცკიმ დატოვა „სტოლონაჩალნიკის” თანამდედობა.
1866
ტიპი: თანამდებობა
1866 წელს ქუთაისის გუბერნიის განკარგულებით „სტოლონაჩალნიკის” თანამდებობა მიენიჭა სამსონ ტარიელის ძე წულუკიძეს.
1866
ტიპი: ღონისძიება
1866 წლის 18 აგვისტოს გენერალ-მაიორ ჯორჯაძეს ბანაკში ეახლა 17 პირი სოფელ გასიხიდან. ამ 17 პირიდან სამს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული „კაიტაღელების არეულობაში”. ჯორჯაძის განკარგულების მიხედვით, ასეთი პირები უნდა დაეკავებინათ. როდესაც ჯორჯაძემ და მისმა მხლებლებმა მათი დაკავება მოინდომეს, ბრალდებულები ცივი იარაღით შეტევაზე გადავიდნენ. შეხლა-შემოხლის შედეგად მძიმედ დაიჭრნენ: ჯორჯაძე, სემენოვი, მოროზოვი და მუზიკანტოვი. სამი ბრალდებულიდან ორი მილიციონერებმა მოკლეს. ამ არეულობას შეეწირა 6 უდანაშაულო თანასოფლელიც.

