რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება თარიღი მზარდობით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905-06 წლებში თევდორე ზურაბის ძე ღლონტი ლანჩხუთში მკითხველთა წრეებს ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს ტუბერკულიოზით დაავადებული ირაკლი (კაკი) წერეთელი იძულებული გახდა, ქუთაისში დაბრუნებულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს იოსებ პავლეს ძე გობეჩიამ მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ახლად აღორძინებულ ორგანიზაციათა განმტკიცებაში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე ნინუა თოფის ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 30 აგვისტოს თბილისში განლაგებულ კაზაკთა რაზმებს სიმონ ტერ-პეტროსიანის, ილიკო ჭაჭიაშვილისა და ვანო კალანდაძის მიერ დამზადებული ბომბები ესროლეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ნებიერიძე შტრაიკბრეხერების წინააღმდეგ გაფიცვებში აქტიურად მონაწილეობდა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია მაკედონიაში გაგზავნა მაკედონური სისტემის ყუმბარების დამზადების შესასწავლად.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტერორისტულ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილიკო იმერლიშვილი მეგობრობდა გურულ ფირალებსა და ტერორისტებთან, განსაკუთრებით ერასტი ჯორბენაძესთან.
1905
ტიპი: ღონისძიება
ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, რომელშიც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში მწვერვალს მიაღწია.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს იონა მეუნარგია იყო ქუთაისში გამართული საგუბერნიო საერობო თათბირის მდივანი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა გურიის არეულობაში მონაწილე პატიმრები შეიწყალა თანაშემწის, კრიმ-გირეის რჩევით.

