საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. მ. თუმანოვი თბილისის სამაზრო-საერობო კრებამ სამეფო საბჭოში წარმომადგენლად აირჩია.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი მიხეილ გედევანიშვილი პაციენტებს ვერაზე, ყორღანოვის ქუჩაზე, საკუთარ სახლში, იღებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ანა მერკვილაძე იყო სამკერვალოს გამგე, რომელიც მამადავითის ქუჩა N 5-ში მდებარეობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივაშენკოვი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ დაასახელეს.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, მღვდელმა გიორგი გამრეკელმა გაზეთის რედაქციას წერილის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა. წერილში ის ეგზარქოსს კუკიის სასაფლაოზე მდებარე საეკლესიო სამრევლო სკოლისთვის ქართული ენის პედაგოგის გაგზავნას სთხოვდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას რუსეთის დაწყებით სკოლებში უფასო სწავლებაზე, უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიაზე, პრესის თავისუფლებასა და სახელმწიფო სამსახურის მსურველთათვის გამოცდების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, პ. ნ. დემიდოვი მეან-გინეკოლოგი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ნ. ეგიაზაროვი ნევროლოგი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გ. ა. ტატევოსოვი პედიატრი იყო.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ღლონტი და ხაფავა ძარცვის ბრალდებით გაასამართლეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ი. ე. ავეტისოვი მუშაობდა მეან-გინეკოლოგად თბილისში, ელიზავეტინსკის ქუჩა N101-ში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცელის" მიხედვით, მ. რ. ელჩიევი, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, აღაჯანოვი ექიმი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, კანისა და ვენსნეულებათა ექიმი მ. ი. მურადოვი პაციენტებს რტიშცევსკის ქუჩა N 1-ში იღებდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალ-გუბერნატორი ნიკოლოზ ვასილის ძე კლეიგელსი, ფინლანდიის საქმეების მინისტრად დაასახელეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯაბადარი თბილისის სამაზრო საერობო საბჭომ საგუბერნიო საბჭოში აირჩია.

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 19 სექტემბერს მოსკოვში აღაბეკ კუზუმბეკოვმა ტერეზია ველცინა დაჭრა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 25 სექტემბერს ორთაჭალაში კაზაკთა ასეულზე თავდასხმის დროს დაჭრილი უსეინაშვილი არსენა ჯორჯიაშვილმა გაიყვანა სამშვიდობოს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 25 სექტემბერს ტერორისტებმა არსენ ჯორჯიაშვილის მონაწილეობით ორთაჭალაში კაზაკთა ასეულის ყაზარმაში ბომბი შეაგდეს, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10-მდე ჯარისკაცი და დაიჭრა თავდამსხმელი უსეინაშვილი.

1905

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1905 წლის 26 სექტემბერს იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ სალომე, სანდრო და ვასო თვალიაშვილები იუწყებიან ანნა ზაქარიას ასულ თვალიაშვილის გარდაცვალებას. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.

1905

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის გამგეობაში გამართულ კრებაზე, რომლის თავმჯდომარეც იყო ვასილ ჩერქეზიშვილი, განიხილეს ციციშვილის აღმართზე კლდის შეკავების საკითხი.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის I-ელი ოქტომბრიდან 1906 წლის I-ელ სექტემბრამდე მარგალიტა გიგინეიშვილი იყო ქუთაისის ქალთა პროგიმნაზიაში კლასის დამრიგებელი.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლაში სწავლა დაიწყო პირველ ოქტომბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ღონისძიება

ნიკო ნიკოლაძის არქივში დაცული სპირიდონ ვირსალაძის წერილების მოხედვით, 1905 წლის ოქტომბერში სპირიდონ ვირსალაძემ „ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის“ პროგრამის 33 პუნქტიანი რედაქცია საკუთარი ხელით დაწერა. ილია ჭავჭავაძემ კი პროგრამაში შესწორებები შეიტანა.