რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვის მოსაკლავად ბომბის დამზადება სილიბისტრო ჯიბლაძემ ვლასა მგელაძეს დაავალა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე გაზეთ „სხივის“ რედაქციაში ტერორისტ არშაკ მეგრაბიანცს შეხვდა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს ივანე თაქთაქიშვილი და ივანე ციმაკურიძე დუშეთის ხაზინის ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვზე თავდასხმისთვის შეკრებილი ექვსი ტერორისტიდან მხოლოდ არსენ ჯორჯიაშვილი და არშაკ მეგრაბიანცი დარჩნენ დავალების შესასრულებლად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ნაცნობმა პოლიციელმა არსენა ჯორჯიაშვილის მამას სახლში მიაკითხა და საკომენდანტო სამმართველოში შვილის სანახავად წაიყვანა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლოზე ოსიკო ბარათაშვილი არსენა ჯორჯიაშვილის ადვოკატი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
ბაჭუა კუპრაშვილი წერდა, რომ იოსებ ჯუღაშვილის ინიციატივით 1906 წელს კავკასიის ბოლშევიკთა ბიუროსთან შეიქმნა ბოლშევიკური სამხედრო დაჯგუფება "Боевая дружина".
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ყარსის გზაზე ფულის გატაცების დროს მენშევიკი კარპეზ ჯიბლაძე მოკლეს.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს ჭიათურელი წევრები იყვნენ კოტე ცინცაძე, ბაჭუა კუპრაშვილი და ივანე ინწკირველი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდა ქუთაისელი ბოლშევიკი აკაკი დალაქიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით მთაწმინდის ჯგუფიდან შეუერთდნენ არკადი ელბაქიძე, დათიკო ჭიაბრიშვილი და სამსონ ტომარაძე.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს პირველი წევრები იყვნენ ვანო კალანდაძე და ელისე ლომინაძე.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს 19 წევრი ჰყავდა, აქედან 4 ქალი – მარო ბოჭორიძე, ანეტა სულაქველიძე, ფაცია გალდავა და საშა დარახველიძე.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდნენ თეოფილე კაკრიაშვილი, მარტია დოლაძე და სხვ.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდნენ აფრასიონ მერკვილაძის რაზმის წევრები: თომა ჩუბინიძე, ისმაილ ჭუმბურიძე და ამბაკო სამანიშვილი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს 4 ძირითადი ქალი წევრის გარდა 3 დამხმარე ქალიც ჰყავდა, რომლებიც ტერორისტულ ოპერაციებში არ მონაწილეობდნენ, ესენი იყვნენ: კატია და ლუბა გოცირიძეები და ლუბა ბრეგვაძე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის შემდეგ ვანო კალანდაძემ სხვა ტანსაცმელი გადაიცვა და მიიმალა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ბაჭუა კუპრაშვილი, ვანო კალანდაძე, ალექსანდრა დარახველიძე, ანეტა სულაქველიძე და სხვ. ქუთაისში საფოსტო ეტლს დაესხნენ თავს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის შემდეგ ბაჭუა კუპრაშვიმა, ვანო კალანდაძემ და სხვ. 15 000 მანეთი მოიპარეს და პეტერბურგში გაგზავნეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ქუთაისში საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს მოპარული ფული ალექსანდრა დარახველიძემ და ანეტა სულაქველიძემ ტანზე შემოიკრეს და სიმონ ტერ-პეტროსიანსა და ბარონ ბიბინეიშვილს დანიშნულ ადგილზე გადასცეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
იოსებ ჯუღაშვილის პირველი ქორწინება 1906 წელს თბილისის მამა დავითის ეკლესიაში მოხდა.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ პარმენ ჭიჭინაძე გაერთიანებულ ყრილობაზე გაგზავნა თავის წარმომადგენლად. მან ქართველოვის ფსევდონიმით მიიღო მონაწილეობა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

