რეგისტრირებული ფაქტები81983
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძემ, იაკობ ხმალაძემ, მარგარიტა ხმალაძემ და სოლომონ ხუციშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი თვის საწევრო გადასახადი გაუგზავნეს და ბორჯომში საზოგადოების განყოფილების გახსნა სთხოვეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე ტიტე კახიძე იყო, მთავარ გამგეობას აცნობა, რომ საჭიროდ მიაჩნდა განყოფილებაში ყველა დარგის ხელოსანთა და მოვაჭრეთა წარმომადგენლების შეყვანა. ეს ხელს შეუწყობდა ადგილობრივი ქართველების დაახლოებას.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, აცნობა, რომ კავკავის განყოფილება 7 ივნისს ადგილობრივ ქართველთა საერთო კრებით გაიხსნებოდა და საქმიანობას შეუდგებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კავკავის განყოფილების დროებითმა გამგეობამ, რომლის იყო თავმჯდომარე ტიტე კახიძე, აცნობა, რომ 3, 10 და 17 მაისს ყველა დარგის წარმომადგენელთათვის ცალ-ცალკე საგანგებო კრებები გაიმართა. მიწვეულმა ვაჭრებმა და ხელოსნებმა განყოფილების გამგეობის წევრობის კანდიდატები, სულ 15 კაცი, დაასახელეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ, რომლის დროებითი გამგეობის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, მთავარ გამგეობას საწევრო გადასახადების ქვითრებისთვის რამდენიმე წიგნის გაგზავნა სთხოვა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილებამ ხონში ბენედიქტე მიხეილის ძე ღოღობერიძეს აცნობა, რომ მთავარი გამგეობის 29 მაისის სხდომაზე განიხილეს მისი თხოვნა გოჩაჯიხაიშში სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსების შესახებ და ეს საქმე ქუთაისის ფილიალს გადასცეს.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა ქვემო ქვიტირის აკაკის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის თხოვნა დახმარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა აკაკის სახელობის ქვემო ქვიტირის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ავალიანის თხოვნა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის წევრებმა ხონში მყოფ ბენედიქტე ღოღობერიძეს აცნობეს, რომ 29 მაისს გამართულ სხდომაზე განიხილეს მისი თხოვნა გოჩაჯიხაიშში სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსების თაობაზე. დაადგინეს, რომ საკითხი განსახილველად ქუთაისის განყოფილებისთვის გადაეცათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა, ქართულ-სვანური ლექსიკონის გამოსაცემად გამგეობას ნიკო მართან ეშუამდგომლა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, ალექსანდრე ყიფშიძე მოლაპარაკებოდა ოლღა გურამიშვილს ილია ჭავჭავაძის სახლის დაცლაზე, რათა საზოგადოებას იქ ბიბლიოთეკა გადაეტანა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკის გადატანის საკითხი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, წიგნებით ვაჭრობის ინსტრუქცია დავით კარიჭაშვილის შესწორების გათვალისწინებით მიეღოთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ საისტორიო-საარქივო სექცია ილია ჭავჭავაძის სახლში ბიბლიოთეკის გადატანის თაობაზე არქიტექტორს უნდა მოლაპარაკებოდა, შემდეგ გეგმა და ხარჯთაღრიცხვა უნდა შეედგინათ და საზოგადო კრებაზე წარედგინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილის ინიციატივა, მოსკოვის ქართული საზოგადოების გამგეობას ან კერძო პირს შეეკრიბა საწევრო გადასახადები. ასევე განიხილეს მისი თხოვნა, საზოგადოება მოსკოვის ქართველობას წიგნების გამოცემასა და პედაგოგიური მუზეუმის დაარსებაში დახმარებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს მამა იოანე ზედაზნელის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იოანემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს სთხოვა დაებრუნებინათ მისთვის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და საგურამოს ახალი მოურავის მიერ ჩამორთმეული მიწა, რომელიც ოლღა გურამიშვილმა 1907 წლის 30 ოქტომბერს შესწირა მონასტერს ილიას სულის მოსახსენებლად.