რეგისტრირებული ფაქტები90441
სორტირება თარიღი მზარდობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის ანგარიშისთვის 30 მანეთი გადაეცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დადგენილება ხელთუბნისა და წინარეხის სკოლის მასწავლებლებისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. ხსენებულ სასწავლებლებს სწავლა არ ჰქონდათ დაწყებული, ამიტომ გამგეობამ მათ ჯამაგირი არ მისცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ფილიპე მახარაძეს „აზიის მნათობის“ თარგმანისთვის 12 მანეთი გადაეცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 14 მარტამდე ალექსანდრე ორბელიანის მიერ საგანგებოდ მოწვეულ კრებაზე უნდა აერჩიათ ორი წევრი, რომლებსაც შემდეგ პეტერბურგში რუსეთის თავადაზნაურობის საიმპერიო ყრილობაზე თავიანთი წარმომადგენლების ასარჩევად გაგზავნიდნენ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 მარტს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ოფიციალურად აცნობა ილია ჭავჭავაძეს თავად-აზნაურთა კრების დადგენილება, რომლის თანახმად, მას მიეცემოდა პეტერბურგში გასამგზავრებელი ბილეთის საფასური და 14 დღის საცხოვრებელი თანხა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 27 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის გამგის მოხსენება სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხონის ბიბლიოთეკის გამგის, პ. კიკალიშვილის თხოვნა სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, წიგნების ანგარიშისთვის გრიგოლ ჩარკვიანსა და არისტოტელე ქუთათელაძეს ოცდაათ-ოცდაათი მანეთი გადაეცათ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის აპრილში პიპინია მიქელაძე სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში ვენახის დარგვას დაესწრო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის აპრილ-მაისში იოსებ ჯუღაშვილი სტოკჰოლმში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის V კონგრესს დაესწრო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 2 აპრილის შემდეგ ილია ჭავჭავაძე შეხვდა პეტერბურგის თავადაზნაურობის წინამძღოლ ვასილ გუდოვიჩსა და მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველ ემანუილ ნოლდეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 6 აპრილს პეტრე ტრუბეცკოი რუსეთის თავად-აზნაურთა საარჩევნო ყრილობის წინამძღოლი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 6 აპრილს პეტრე ტრუბეცკოი რუსეთის თავად-აზნაურთა საარჩევნო ყრილობის წინამძღოლი იყო.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 7 აპრილს ილია ჭავჭავაძე 61 ხმით 17-ის წინააღმდეგ პეტერბურგის სახელმწიფო საბჭოში საქართველოს თავადაზნაურობის წარმომადგენლად აირჩიეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 8 აპრილს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო საბჭოს წევრობა თამარ ბაგრატიონმა და მარიამ ორბელიანმა დეპეშით მიულოცეს.

