რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე მაჭავარიანი ხანგრძლივი მუშაობისთვის კოლეგიის რეგისტრატორის ხარისხით დააჯილდოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კარაპეტ ალიხანოვი დააჯილდოვეს დიდი ხნის მუშაობისთვის „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პეტროს ტერ-პეტროსიანი დააჯილდოვეს დიდი ხნის მუშაობისთვის „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის ალექსი მანუჩაროვი დააჯილდოვეს „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის გალაქტიონ კასრაძე დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტრის“ ხარისხით.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის გევორქ აზიზიანცი დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტრის“ ხარისხით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში რუმინეთის მთავრობის წინადადების თანახმად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დავით როსტომაშვილი და ილია ებრალიძე რუმინეთში მიემგზავრებოდნენ ხორბლის მისაღებად, რომელსაც თამბაქოზე გადაცვლიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „პრავდაზე“ დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ახლო მომავალში საბჭოთა რუსეთში შედგებოდა ახალი მთავრობა, რომელშიც მენშევიკებიც შევიდოდნენ და შემდეგ საზავო პირობებს წაუყენებდნენ გენერალ დენიკინსა და ადმირალ კოლჩაკს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 იანვარს 11-ის ნახევარზე პუშკინის ქუჩაზე მდებარე ყავახანა „გურიაში“ რევოლვერით თავი მოიკლა პეტროვსკის აკადემიის 26 წლის სტუდენტმა იოსებ ვასილის ძე ტერ-მოსესიანმა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 21 იანვარს თბილისის მე-9 განყოფილებაში მტკვრის პირის ქუჩაზე, ჩითახოვის ბაღის პირდაპირ მოკლული იპოვეს სიღნაღის მოქალაქე ნიკო საფაროვი, რომელიც რამდენიმე ადგილას იყო დაჭრილი ხანჯლით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 იანვარს მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი შავერდოვი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ტელეგრაფის სადგურის ტელეგრაფისტი შადინოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

