რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა. სხდომა 20 თებერვალს გაიხსნა და 5 ივნისამდე გაგრძელდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში ლავრენტი მახარაძემ დაიჭირა აფრასიონ მერკვილაძის რაზმის წევრი ცერცვაძე და წამების შემდეგ მერკვილაძის ადგილსამყოფელი ათქმევინა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძის მკვლელობის შემდეგ მისი ჩანთა გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს სამგზავრო ბიბლიოთეკა: მარქსის „კაპიტალი“, „კლასობრივი ბრძოლა საფრანგეთში“, ლენინის „მოხსენება სოციალ-დემოკრატთა გაერთიანებულ ყრილობაზე“, პლეხანოვის „ჩვენი უთანხმოებანი“ და სხვ.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში აფრასიონ მერკვილაძე და მისი რაზმის წევრები, დუგლაძე და გაჩეჩილაძე, ცხრუკვეთის ძველი ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის თებერვალში სვერში აფრასიონ მერკვილაძე, დუგლაძე და გაჩეჩილაძე ილარიონ მახარაძის მცველებმა ორმხრივი სროლის დროს დახოცეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში ლავრენტი მახარაძემ სვერში ალყა შემოარტყა ერთი გლეხის სახლს, სადაც, ცერცვაძის ცნობით, აფრასიონ მერკვილაძე იმალებოდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის თებერვალში აფრასიონ მერკვილაძის შესაპყრობად სვერში, ერთი გლეხის სახლში, მისულ ილარიონ მახარაძეს მერკვილაძემ და მისმა ორმა რაზმელმა, დუგლაძემ და გაჩეჩილაძემ, მეზობელი სახლიდან ცეცხლი გაუხსნეს.
1907
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი ვარლამის ძე კაჭახიძე დაიბადა 1907 წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 თებერვალს გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ შეიტანა შუამდგომლობა მისი, როგორც სახელმწიფო საბჭოში თავად-აზნაურთა მხრიდან არჩეული წევრის, დაჯილდოების შესახებ. ეს საკითხი გუბერნიის თავად-აზნაურთა 18 თებერვლისთვის დაგეგმილ საგანგებო კრებაზე უნდა განიხილათ.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ საპასუხო წერილი გაუგზავნა დას, ელისაბედს. ბოდიში მოუხადა თანხის დაგვიანებისათვის, აუხსნა, რომ მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საბჭოს სესიაზე დასასწრებად წასასვლელი თანხაც ძლივს იშოვა. შეჰპირდა, რომ როგორც კი შეძლებდა, გადაუხდიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 14 თებერვლამდე ელისაბედ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს ვალის გადაუხდელობის გამო უსაყვედურა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 თებერვლიდან 5 ივნისამდე ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიის სხდომებში.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე რუსეთში გაემგზავრა სახელმწიფო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის მასწავლებელთა თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა უმიზეზოდ დაკავებულ პოლიკარპე ლორთქიფანიძეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის მარტიდან ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში შეხვდა ივანე ჯავახიშვილს. ილიას აინტერესებდა, საქართველოს ისტორიაში იყო თუ არა შრომის კოოპერატიული ფორმის მსგავსი რამ. დადებით პასუხი რომ მიიღო, ჯავახიშვილს ამ თემისადმი მიძღვნილი წიგნისთვის ისტორიული ნაწილის დაწერა შესთავაზა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „სახალხო მასწავლებლის“ გამოცემის საკითხი. გამგეობამ ხარჯთაღრიცხვის შედგენა დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება კანცელარიისა და წიგნის მაღაზიისთვის ბინის გამოცვლის შესახებ. ამ საკითხზე ზრუნვა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ე. დალიენკოს თხოვნა, საზოგადოებას თავისი გამოცემები გადაეცა ავჭალის სახალხო ბიბლიოთეკისთვის.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პართენ გოთუას წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება სახალხო-სამასწავლებლო ჟურნალის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის შემნახველ-გამსესხებელი სალაროს თხოვნა, გამგეობას მიეღო ზომები გიორგი უთურაშვილის სალაროს ვალთან (20 მანეთი) დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 21 მარტს თბილისის გუბერნიის საზოგადოებათა საქმეების სამმართველოს დადგენილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე) წესდების შეცვლის თაობაზე.

