რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წლის მაისში ბესარიონ ქავთარაძე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადიოდა. მას მარჯვენა მკლავი მოაჭრეს, რამაც ძალიან დაასუსტა, გახდა და ლაპარაკის პრობლემებიც შეექმნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ზაფხულში გრიგორი გოლიცინს დაგეგმილი ჰქონდა კავკასიაში არსებული ყველა მინერალური წყლისა და სააგარაკო ადგილის მონახულება.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს არტემ ივანეს ძე იოანისიანი თბილისის გუბერნიის საავადმყოფოს ექიმი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ივანე ბორისის ძე სკუდერი თბილისის მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს სემიონ ოსიპის ძე კობიევი სართიჭალის სამხარეო სამმართველოს თავმჯდომარე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კაპიტანი ალექსანდრე ანდრიას ძე ასტაფაევი თბილისის სამხარეო სამმართველოს (სამხედრო მიმართულების) ხელმძღვანელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს გრიგოლ ფილიპეს ძე ბუჟინსკი თბილისის გუბერნიის პოლიციის პირველ განყოფილებაში კერძო ადვოკატად მუშაობდა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს კაპიტანი ანდრია გრიგოლის ძე ჩარნეცკი თბილისის გუბერნიის სამშენებლო კომისიის საგზაო ინჟინერიის განყოფილების წევრი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს მიხეილ ბართლომეს ძე თუმანოვი თბილისის საქალაქო გუბერნატორთან არსებულ განსაკუთრებულ დავალებათა განყოფილების უმცროსი ჩინოვნიკი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს იორონიმე სოლომონის ძე ალექსეევ-მესხიევი თელავის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ნიკიფორე ივანეს ძე ზნამეროვსკი ელიზავეტპოლის მაზრის სახელმწიფო ქონების რწმუნებული იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვარს სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ანისიმ ანდრიას ძე ლიულინი ახალციხის სამხარეო სასამართლოს მოსამართლე იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს ფეოდოს დანიელის ძე ცურკანი ახალციხის მაზრის სამხარეო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბუია რატიანს სალხინოში მიურატის პრინცესაზე თავდასხმა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წელს პელაგია ჯინორიძის ორსართულიანი ქვის სახლი ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში იყო დაგირავებული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისში ვლადიმერ მესხიშვილის იუბილეს მომწყობი კომისია აირჩიეს, რომელსაც წარმოდგენის გამართვა დაავალეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევის შვილებმა გადაწყვიტეს, თბილისის მომავალი პოლიტექნიკუმისთვის 50 000 მანეთი შეეწირათ.

