რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჯიმშელეიშვილმა ხონისა და კუხის მოსახლეობას საავადმყოფოს ასაგებად 4 000 მანეთი უანდერძა, ხოლო ამ საავადმყოფოსთვის ექიმებისა და ფერშლების დასაქირავებლად – 40 000 მან.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციამ ქუთაისის წიგნების გამომცემელი ამხანაგობისგან სილოვან ხუნდაძის მიერ თარგმნილი სულხან ბარათაშვილის „საქართველოს საშუალო საუკუნეთა ისტორია“ მიიღო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში მიხეილ სვიმონის ძე ანდრონიკაშვილისა და ნ. გ. თუმანიშვილის ინიციატივით სიღნაღში რამდენიმე სპექტაკლი დაიდგა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანდრიასოვს ვორონცოვის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ჭურჭლის მაღაზია ჰქონდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანტონ კანდელაკმა პელაგია ჯინორიძის სახლი ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისგან 4 500 მანეთად იყიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ნინო ჩხეიძეს საბენეფისოდ გორდინის „საკლავი“ უნდა წარედგინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პავლე თუმანიშვილმა აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“ გამოცემა გადაწყვიტა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თბილისის გამგეობას 100 000 მანეთად ა. ს. ყორღანოვის სახლის შეძენა სურდა, მაგრამ თანხის უკმარისობის გამო გადაიფიქრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ მიხედვით, პავლე თუმანიშვილმა თბილისის გამგეობას აცნობა, რომ 10 000 მანეთი, რომელიც 1907 წელს თავადაზნაურობამ უმაღლესი სასწავლებლის სასარგებლოდ გადადო, თავად-აზნაურთა 1913 წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ონისიმე ბაბუნაშვილის სამიკიტნოში სამმა ახალგაზრდამ იჩხუბა. პოლიციამ ახალგაზრდები დააკავა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ განიხილა პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილის წინადადება ქუთაისის სახელმწიფო გადასახადის შემცირების შესახებ და 18 ხმით 9-ის წინააღმდეგ თუმანიშვილის წინადადება მიიღო.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 4 დეკემბერს მეეტლე ახნაზაროვი ავლაბარში დარჩო სარქისოვს და ალექსანდრე ალიხანოვს დაეჯახა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიბიკოვმა დავით ნიჟარაძეს შეურაცხყოფისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლოში უჩივლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ტიხონ ალექსის ძე ასათიანი და პავლე მეფისაშვილი ეფროსინე ბობოხიძის ქვრივსა და ობლებს 40 მანეთით დაეხმარნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის დეკემბერში სიღნაღში ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“ დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ნ. ძიძიკაშვილი, ვ. მაისურაძისა, ო. ტერ-ასტვაცატუროვისა და ელენე ანდრონიკაშვილისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის პირველ დეკემბერს ალექსანდრე ივანეს ძე ურუსოვმა კოლეგებთან ერთად ადვოკატად მუშაობის ოცდაათი წლისთავი აღნიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 27 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ დავით ნიჟარაძის საქმე დახურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელმა ფილიმონ დეკანოსიძემ ერმალოზ ვეფხვაძის წინააღმდეგ საჩივარი აღძრა.

