საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87753

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს იასონ დავითის ძე გელოვანი ლეჩხუმის თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ლ მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-17 სხდომას დაესწრნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-15 სხდომას დაესწრნენ იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ნინო ბეჟანის ასული ყიფიანისამ სურამის სახალხო სამკითხველოს 16 მანეთი შესწირა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 17 აპრილს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-15 სხდომას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე რატიშვილი და ირაკლი აბაშიძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართული დრამატული საზოგადოების დადგმულ სპექტაკლებში არ მონაწილეობდნენ დასის წევრები ეფემია სიმონის ასული მესხი და კოტე სიმონის ძე მესხი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 1-ლ მაისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-17 სხდომას დაესწრნენ ექვთიმე თაყაიშვილი, ვალერიან ლორთქიფანიძე, ივანე რატიშვილი და ირაკლი აბაშიძე.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს კონსტანტინე ყიფიანმა სურამის სახალხო სამკითხველოს თავისი შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი შესწირა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის იანვარში ალექსანდრე სერგეევი იყო რუსეთის სადაზღვევო საზოგადოება „იაკორის“ (მისამართი: ერევნის მოედანი, დავით ციციშვილის სახლი N2) მთავარი აგენტი თბილისში.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს მაქსიმე შარაძისა და ამხანაგობის სტამბამ ფილიმონ ქორიძის შეგროვებული საგალობლები – „ქართული გალობა“ გამოსცა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ტერ-დავითიანი საქართველოს სომხური დასის გამორჩეული მსახიობი იყო.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 28 ნოემბერს ეკატერინე ვასილის ასული ბახტაძისა ხონის ქალთა წრის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იუზბაშევმა სურამის სახალხო სამკითხველოს წიგნები შესწირა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქუთაისის გამგეობის დარბაზში ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძეს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ა. ი. ორბელს სტომატოლოგიური კაბინეტი სოლოლაკში, საკუთარ სახლში ჰქონდა გახსნილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ნოემბერში აკაკი წერეთელი თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სამოილოვ-მიჩურინი საქართველოს რუსული დასის გამორჩეული მსახიობი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ნოემბერს ხონის კლუბის დარბაზში გაიმართა ქალთა წრის საზოგადო კრება, რომელზეც წრის თავმჯდომარედ ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ალექსანდრე გარსევანიშვილმა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის სახელით ივანე გველესიანის მემკვიდრეებს უნივერსიტეტისთვის 200 მანეთის შეწირვის გამო მადლობა გადაუხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ნიკოლოზ გვარაძემ და ვარლამ რუხაძემ ლექსები წაიკითხეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილი მსმენელს ილიას პოეზიის მთავარ მოტივებზე ესაუბრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ქართველმა ბარიტონი სერგო ევლახიშვილმა მილანში დადგმულ ერთ-ერთ ოპერაში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დავით სიმონის ძე მესხს სერგეი სიმონის ძე მესხის სახელზე სოფელ რიონში, სადაც განსვენებული იყო დაკრძალული, ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსება სურდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს აგრაფინა აბაზაძემ სურამის სახალხო ბიბლიოთეკას „სამი არაკი“ შესწირა, სპირიდონ თორთლაძემ – „შალვას ნანახი ხატი“.