რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება თარიღი მზარდობით
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება აკაკი წერეთლის იუბილეს აღნიშვნის თაობაზე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 18 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2450. 32 მანეთი და დაიხარჯა – 599. 83.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების გამოცემის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილების ტომებად გამოსაცემად სარედაქციო კომისიის წევრებად აირჩიეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 721. 06 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 5644. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება 27 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის საღამოს გამართვის შესახებ. ღონისძიების ორგანიზებისთვის კომისიის წევრებად გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა აირჩიეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. კონტუათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა სვანეთის სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემების ნახევარ ფასად გადაცემის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის კონსერვატორიას თამარ შიუკაშვილის სწავლის საფასურის დასაფარად 75 მანეთი გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი გორდეზიანის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდროვსკის უნივერსიტეტის სტუდენტების თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ მათ ორი მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის განცხადება ხელთუბნის სკოლის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ბაქოში ქართული სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 18 სექტემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 სექტემბერს თედო სახოკია ქუთაისის ციხიდან ეტაპით გაამგზავრეს ირკუტსკის გუბერნიაში.
1908
ტიპი: თანამდებობა
რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1908 წლის 21 სექტემბერს სახალხო სკოლების დირექტორის ნებართვით, ამიერკავკასიის რკინიგზების სამმართველოს სამოსწავლო განყოფილების დეპეშის N1967 თანახმად, გადაიყვანეს სადგურ სამტრედიის რკინიგზის ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.
1908
ტიპი: ღონისძიება
ბონდო კონსტანტინეს ძე კეშელავა დაიბადა 1908 წლის 22 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 23 სექტემბერს ირაკლი პორფირეს ძე ჭიპაშვილი გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 23 სექტემბერს მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილი საგარეჯოს სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისა და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება საგურამოს სკოლის შენობის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. ქვიანის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. საზოგადოებამ მათ გურიის ბიბლიოთეკის თანხიდან ხუთი თუმანი მისცა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკისთვის ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 516. 85 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6244. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 25 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 19-დან 25 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 6216. 46 მანეთი და დაიხარჯა – 3490. 67.

