რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პირველი კლასიკური გიმნაზიის შეგირდები სააღდგომოდ აკაკი წერეთლის ვოდევილს „ბუტიაობა“ დგამდნენ.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს პირადი სახსრებით იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე ქვემო ქიზიყის დეპოს დარბაზში მამასახლისებსა და მოქალაქეებს შეხვდა ქიზიყში სამკურნალო „პრიომნი პაკოის“ დაარსების საკითხის განსახილველად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს შერემეტიევისა და დიდუბის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბეჟუევის სახლში თბილისის მესამე სკოლა დაარსდა. შენობა 900 მანეთად დაიქირავეს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 24 ოქტომბერს ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცის საქმის განხილვის დროს ლ. ლ. ფატეევი სასამართლო პალატის თავმჯდომარე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მსახიობი გ. სიამაიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში პოლიკარპე თალაკვაძის მონაწილეობით ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი 81.10 მანეთი იყო, ხარჯი — 34.60 მან., 6.10 მანეთი გადასცეს ადგილობრივ სკოლას, ხოლო 40 მანეთი – ადგილობრივი წიგნსაცავის ფონდს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 24 ოქტომბერს ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცის საქმის განხილვის დროს სასამართლო პალატის წევრი ჩეხოვსკი საქმის მომხსენებელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ა. ფ. კუდრიაშევისას, მ. ბ. მუხინისას, მ. ა. კაჩაუნოვისას, დ. ა. მანუილოვსა და ლ. ო. ოლენინს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს გუძა ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. მას სამსონ ჯღარკავასთვის ყალბი დოკუმენტების მიცემა ედებოდა ბრალად.

