რეგისტრირებული ფაქტები81758
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის აგვისტოში პოლიკარპე თალაკვაძის მონაწილეობით ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი 81.10 მანეთი იყო, ხარჯი — 34.60 მან., 6.10 მანეთი გადასცეს ადგილობრივ სკოლას, ხოლო 40 მანეთი – ადგილობრივი წიგნსაცავის ფონდს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 24 ოქტომბერს ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცის საქმის განხილვის დროს სასამართლო პალატის წევრი ჩეხოვსკი საქმის მომხსენებელი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ა. ფ. კუდრიაშევისას, მ. ბ. მუხინისას, მ. ა. კაჩაუნოვისას, დ. ა. მანუილოვსა და ლ. ო. ოლენინს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს გუძა ჩიქოვანის საქმე უნდა განეხილა. მას სამსონ ჯღარკავასთვის ყალბი დოკუმენტების მიცემა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს მიხეილ ჯანოევი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ საღამოში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არქიმანდრიტი პიროსი თბილისის სინოდალური კანტორის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 დეკემბერს ფოთის სავაჟო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეთა სასარგებლოდ გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებაში ლ. გეგეჭკორი და ალექსანდრე აბაშელი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 15 ივნისს ლაზარე ტიგრანოვმა თბილისის საბჭოს სხდომაზე ქალაქის მოურავს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ტიგრანოვი გაასამართლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ნიკიტა თალაკვაძე, სიმონ ჭეიშვილი და ბესარიონ თალაკვაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
გაზეთ „Кавказ"-ის ცნობით, 1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც გზათა მინისტრად მელიქ ასლანოვი დაინიშნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ზაქარია ჯორჯაძემ კავკასიის სამეურნეო საზოგადოებას პეტერბურგში გამომავალი ჟურნალის „რუსკი ვინოდელის“ შესახებ მოუთხრო.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, ქალაქისთავი ალექსანდრე მატინოვი (მათიაშვილი) ცუდად გახდა და მის მოვალეობას დროებით პავლე იზმაილოვი ასრულებდა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 5 მაისს ბაქოს კლუბში ბანქოს თამაშის დროს თაღლითობის გამო ლეონ კარაპეტის ძე ლალაიანცს ბაქოს ოლქის სასამართლომ 10 წლით ორენბურგის გუბერნიაში გადასახლება მიუსაჯა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სასამართლო პალატამ ლეონ კარაპეტის ძე ლალაინცის საქმეზე ბაქოს ოლქის სასამართლოს განაჩენი განიხილა და სასჯელი სამართლიანად მიიჩნია.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა გიორგი შელიას, გიორგი კვარაცხელიასა და მელიტონ, ჩანთა და პლატონ გაბუნიების საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.