რეგისტრირებული ფაქტები93603
სორტირება თარიღი მზარდობით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილისათვის „დედა ენის“ ჰონორარის გადაცემის საკითხი. გოგებაშვილმა მიიღო 1000 მანეთი და კიდევ ამდენივე ერგებოდა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ კელენჯერიძის თხოვნა, რომ გამოეცათ მისი „სიტყვიერების თეორია“ და „ქართული ქრესტომათია ანუ კრებული ქართული სიტყვიერების საუკეთესო ნიმუშებისა“. გამგეობამ მას უფულობის გამო უარი უთხრა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 26 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ხახანაშვილის წინადადება, „ქართული სიტყვიერების ისტორიის“ ჰონორარი – 300 მანეთი საზოგადოების საწევრო გადასახადად შეეტანათ და ალექსანდრე ხახანაშვილი დამფუძნებელ წევრად ჩაერიცხათ. გამგეობა დასთანხმდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი ჟენევაში გაემგზავრა პეტრე ზუბალაშვილის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის საქმეების გასარკვევად, რასაც სამი დღე მოანდომა, თუმცა გარკვეული ცნობა ან ხარჯთაღრიცხვა ვერ მიიღო სამკითხველოს წევრებისაგან, ვერც ბიბლიოთეკაში წიგნების რაოდენობის შესახებ გაიგო.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის ივლის-აგვისტოში ხარიტონ შიოშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მსახურად მუშაობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავა სამსახურებრივი საქმეების გამო ილია ჭავჭავაძეს საგურამოში ესტუმრა. ილიამ წუხილი გამოთქვა, მოურავად ისეთი დამანიშნინეს, ხალხს ჩემ წინააღმდეგ ამხედრებსო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ორი კვირით მეუღლის გარეშე იყო საგურამოში. თბილისში ოლღას წერილით შეატყობინა, რომ მათი ახალი მოურავი დიმიტრი ჯაში თაღლითი აღმოჩნდა და ახალ მოურავს ეძებდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ყარამან ფაღავამ ილია ჭავჭავაძეს შეატყობინა, რომ დაინახა, როგორ გამოდიოდა საგურამოს მოურავი დიმიტრი ჯაში ჟანდარმთა სამმართველოდან ხელში ბრეზენტის ჩანთით და ქაღალდებით. ფაღავას მცხეთის ჟანდარმერიაში რომ უკითხავს, ილიას მოურავს იქ რა უნდოდაო, უთქვამთ, რომ მათთან თანამშრომლობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში მოურავ მოსე მემარნიშვილისა და მისი ცოლის დახოცვის შემდეგ ყაჩაღები ილია ჭავჭავაძეს ახალ-ახალ გამაფრთხილებელ ნიშნებს აძლევდნენ, მაგ., საგურამოში სასტიკად დაუხოცეს შინაური ცხოველები.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლში, რომელზეც Боевая дружина გეგმავდა თავდასხმას, მოლარე ვასილ კურდუმოვი იჯდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
ვასილ კურდომუვის ჩვენების მიხედვით, 1907 წლის ივლისში თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს პირველი ბომბი რომ ისროლეს, კურდუმოვი ეტლიდან გადმოვარდა, შემდეგ კიდევ ორი ისროლეს და მან გონება დაკარგა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის ივლისში თბილისის ბანკისკენ მიმავალ საფოსტო ეტლზე თავდასხმის დროს ბაღდო მეზურნოვის ამიერკავკასიის შტაბის პირდაპირ იდგა და, თუ ჯარისკაცები გამოვიდოდნენ, ყუმბარას ისროდა.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წლის 3 ივლისის გადატრიალების შემდეგ ირაკლი წერეთელი დააპატიმრეს და 5-წლით კატორღა მიუსაჯეს.
1907
ტიპი: გარდაცვალება
1907 წლის 3 ივლისს ალექსანდროპოლში დაშნაკებმა გენერალი მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკი მოკლეს.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა ავტობიოგარფია ივანე გომართელის თხოვნით დაწერა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში დავით კლდიაშვილი ბოდიშს უხდის ივანე გომართელს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ აუსრულა თხოვნა და ვერ მიაწოდა ავტობიოგრაფია.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ პატარაობაში იგი ერთი რუსის ოჯახში მსახურობდა, რუსულს სწავლობდა და სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა.

