რეგისტრირებული ფაქტები81701
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 10 ოქტომბერს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჯომარდიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 10 ოქტომბერს ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი, ზაზა პართენის ძე კიკნაძე და სოლომონ ხუციშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 ოქტომბერს საგურამოს მამულის მოიჯარემ, პროვიზორმა პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, როგორც მფლობელს და საიჯარო ხელშეკრულების ორი პუნქტის შეცვლა სთხოვა, სახელდობრ: საკუთარი ნება-სურვილისამებრ განეკარგა ტყე და მეორე – ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ საჯარიმო პირგასამტეხლო გადაეხადა, მაგრამ დაუყოვნებლივ წასვლის ნაცვლად, კიდევ 6 თვეს ჰქონოდა მამულში დარჩენის უფლება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა წერილი მისწერა კავკასიის მეფსინაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს გელათის მონასტრიდან აფხაზეთში ბიჭვინთის ღმრთისმშობლის ხატის გადატანის მცდელობის გამო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი იყო, საგურამოს მამულის მოიჯარე პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისს 12 ოქტომბრის განცხადების პასუხად აცნობა, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში მის მიერ შემოთავაზებული ორი პუნქტის შეცვლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა ქუთაისის ქალაქისთავის თანამდებობაზე არ დაამტკიცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავასთვის ქუთაისის ქალაქისთავად დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი ჟანდარმერიის მიერ მისი ხელმეორედ გაჩხრეკა გახდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის ქალაქის თვითმართველობას წარუდგინა ვრცელი მოხსენება მისი გამუდმებული დაბეზღების შესახებ ჟანდარმერიაში, გუბერნატორსა და მეფისნაცვალთან.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 ნოემბერს ოლღა ჭავჭავაძის გურამიანთკარის მამული 1 300 მანეთად ერთწლიანი (1911-1912) იჯარით აიღო აგრონომმა გ. ი. ჯანდიერმა. იჯარის განახლების შემთხვევაში მოიჯარეს წელიწადში 1 700 მანეთი უნდა გადაეხადა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ ესტატეს ძე გოლოევი დაიბადა 1910 წლის 6 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 ნოემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა წერილი მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს სიმონ დავითის ძე წერეთელს, რომ მან განათლების საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე მდივანს ილიას ძეგლის გამოსასყიდად 400 მანეთი გამოუყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 17 დეკემბერს ქშწკგ საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ (მდივანი იასონ ბაქრაძე) საზოგადოების მთავარ გამგეობას საყმაწვილო ლიტერატურის საკუთარი გამოცემების უფასოდ ან ფასდაკლებით დათმობა სთხოვა. განყოფილების წევრებს სახალხო სკოლებისა და წიგნსაცავ-სამკითხველოებისთვის წიგნების უფასოდ დარიგება სურდათ.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
მარიკა აპოლონის ასული მიქელაძე დაიბადა 1910 წლის 23 დეკემბერს სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლები: „მარგარიტა გოტიე“, „უბედური დღე“, „სიმახინჯე“, „ახლანდელი სიყვარული“ (ნინო ჩხეიძის მონაწილეობით) და „ცხოვრების გარეშე“ (ნინა გამრეკელისა და ეფემია მესხის მონაწილეობით). წარმოდგენებს ესწრებოდა 761 კაცი, საერთო შემოსავალმა 142 მანეთი შეადგინა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში 161 ნამდვილი წევრი ირიცხებოდა. განყოფილებას ერთი ქართული სკოლა ჰქონდა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 4956 მანეთს, ხოლო გასავალი – 4946 მანეთსა და 80 კაპიკს.