რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა სტამბოლის მსოფლიო პატრიარქად ანტირუსული განწყობით ცნობილი დიონისე V-ის არჩევის შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს მიხეილ ქორელმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ საღამოზე მიიღო მონაწილეობა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი და ლუარსაბ მაყაშვილების ღვინო „იყალთო“ ბოთლი 20 კაპიკიდან 1 მანეთამდე ღირდა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი და ლუარსაბ მაყაშვილების ღვინის სარდაფი „იყალთო“ თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახალი თეატრის გვერდით მდებარეობდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ღვინის სარდაფი „იყალთო“ თავად გიორგი მაყაშვილსა და ლუარსაბ მაყაშვილს ეკუთვნოდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. ფონ-ბრენერის რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის კურსი 60 რუბლი ღირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ მთავრობამ მოიწონა და სახელმძღვანელოდ დაამტკიცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა, ვანო ნიკოლოზის ძე ზედგინიძემ და ოლღა გიორგის ასულ ბერიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 5-5 წიგნი შესწირეს, ნინო ჯამბაკურ-ორბელიანისამ, ალექსი ურუშაძემ, მაქსიმე როსტომის ძე შარაძემ და ევსტაფი ბესარიონის ძე შუშანიამ – 3-3.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მიხეილ თურქიამ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 4 წიგნი შესწირა, ლადო შაბათავამ – ერთი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის „ბავშვების მოკეთე“ სოფლის მასწავლებლებს შეღავათიან ფასად გადაეცემოდათ: უყდო წიგნი — 20 კაპიკად, ყდიანი კი — 25 კაპიკად.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წელს თბილისში, სასახლის ქუჩაზე მდებარე სათავადაზნაურო ქარვასლაში, ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით დაარსდა „ცნობის ფურცლის“ სტამბა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 16 500 გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა, ანუ ინგლისში 1 მილიონ მცხოვრებზე 200 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში გერმანულ ენაზე 7300 გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა ანუ გერმანულენოვან 1 მილიონ მცხოვრებზე 130 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში შვედურ ენაზე 484, ჰოლანდიურზე - 435, დანიურზე - 61 ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში ფრანგულ ენაზე ენაზე 3850 ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა. (ფრანგულენოვან 1 მილიონ მცხოვრებზე 100 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა).
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში ესპანურ ენაზე 1600 გაზეთი და ჟურნალი გამოდიოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 27 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, იმ დროისთვის მსოფლიოში იტალიურ ენაზე 1180, ბერძნულზე - 90, რუსულზე -560 ეგზემპლარი ჟურნალ-გაზეთი მოდიოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 28 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი:ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ფერშალმა ი. მ- ძემ ოზურგეთში აფთიაქი გახსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს ალექსანდრე ნათაძემ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ წერილში საზოგადოებას სთხოვა, წიგნის „ბავშვების მოკეთეს“ შესახებ შენიშვნები მიეწერათ.

