რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ მთაწმინდაზე, ლაბორატორიის ქუჩაზე, საქალებო ინსტიტუტის ახლოს წყლის გაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კახეთში ფოსტა უწესრიგოდ არიგებდა გამოწერილ გაზეთებს, დიდ ნაწილს გზაში კარგავდა, რის გამოც მოსახლეობა ძალიან განაწყენებული იყო.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზიდან „ღვთისმშობლის სახელზე დაარსებული ძმობისგან“ ქართველმა სამღვდელოებამ წიგნები მიიღო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ვლადიკავკაზის ეპარქია საქართველო-იმერეთის „სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და შტაბს-კაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხაილ პავლეს ძე მეფისოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ალექსანდრეს და მილიონის ქუჩებზე მდებარე სამსართულიანი ქვითკირის სახლი და 334 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ სტეფანეს ძე ვართანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში ახალციხეში კარანის, მიხაილის და მთის ქუჩებს შუა მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 345 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა დაგირავებული, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აკოფა მანუკას ძე ზარანოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ერზერუმის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აკოფა ბაბაევის ძე ბაბაიანცს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში მთის სასაფლაოს ქუჩებზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 118 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კრიკორა ოვაკიმის ძე მურადოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში ალექსანდრეს ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 13 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მასწავლებელმა ვასილ ქობულიამ ბანკში მუშაობაზე უარი თქვა.
1898
ტიპი: ორგანიზაცია
1898 წლის ივლისში აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრები, მათ შორის იყო ვასილ მანსვეტაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა ლავრენტი ჩოხატაურელის მოთხრობა „საქვეყნო სიზმარი“.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ერმოლაოზ კანდელაკმა მოსახლეობას ფილიმონ ქორიძის მიერ შედგენილი ქართული გალობის გამოსაცემად თანხის გაღება სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად დიმიტრი ჩხიკვიშვილმა 233 მანეთი შესწირა, ერასტი მაჭარაძემ — 200 მან., ბესარიონ კაკაბაძემ — 150 მან., სპირიდონ სანოძემ — 40 მან., ანტონ ბახტაძემ და ნიკოლოზ ცაგარეიშვილმა — 50-50 მან., ალექსანდრე ქუთათელაძემ — 25 მანეთი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანა არტემის ასულ სუკიასოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში, ნიკოლოზის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1897 წელს გომარეთის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის ჯამაგირი 100 მანეთს შეადგენდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მელქონა ნახაპეტის ძე ნახაპეტოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ახალციხეში, ალექსანდრესა და ლაშხევის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი, ქვითკირისავე სამზარეულო და 216 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე გიტოს ძე კონტრიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში მდებარე ორსართულიანი სახლი და 612 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

