რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვები ძმები იყვნენ.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილიდან ვგებულობთ, რომ ადგილობრივი ეპარქია „საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის“ გამგეობაში შედიოდა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი წერილის თანახმად, ოსების სამრევლოში მღვდლების უმეტესი ნაწილი ქართველები იყვნენ.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილ წერილში ავტორები ითხოვდნენ, რომ „იმერეთის სასინოდო კანტორას“ ვლადიკავკაზის ეპარქიის ოსეთის სამღვდელოებისთვის „ღვთისმშობლის სახელობაზე დაარსებული ძმობისგან“ დაბეჭდილი წიგნები განკარგულების წესით გაეგზავნა.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, მოარული ხმების თანახმად, ამიერკავკასიის რკინიგზის საქმეებს ინჟინერი ოლეხინი ჩაიბარებდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „მწყემსის“ ცნობით, 1887 წლიდა იმერეთის სამღვდელოებას ჯამაგირისთვის სრულად 111 001 მანეთი მიეცემოდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ზაფხულში რუსეთიდან რამდენიმე სწავლული ახალგაზრდა ჩამოვიდოდა და გრაფ უვაროვის მეუღლის ხელმძღვანელობით სხვადასხვა გვარის გამოკვლევას დაიწყებდნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ დავით ბეკოს ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიასა და სოფ. ახალდაბაში მდებარე 164 დესეტინა და 2280 კვადრატული საჟენი ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ტარიელის ძე ქაჯაიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ჭაგანში მდებარე 7 დესეტინა და 1380 კვადრატული საჟენი ტყე, ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მარიამ სიმონის ასულ ღოღობერიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. ბაშში მდებარე 46 დესეტინა სახნავ–სათესი მიწა და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 27 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფატალი ხან ხოისკიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ხატისოვს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც წერდა, რომ სომხეთის მთავრობის მიერ 21 დეკემბერს სოფელ კარაგაბაზარისა და ზანგიბაზარის რაიონის მაჰმადიანთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებით და 22 დეკემბერს სოფელ სულუხანლუს განადგურებით, ასევე, მიმდინარე ბრძოლებით სოფლებში – ჩახანკერსა და კარაკიშლახში სომხეთმა მათ შორის დადებული 23 ნოემბრის ხელშეკრულება დაარღვია.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ალექსანდრე და იოსებ თომას ძე თუმანოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ოზურგეთში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე ორი სახლი: ერთი – ორსართულიანი და მეორე – ხის ერთსართულიანი, ასევე 163 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: მფლობელობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი და დიმიტრი ექვთიმეს ძე წერეთლებსა და ვასილ სიმონის ძე წერეთელს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ბაღის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი, 4 დესეტინა და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მელქისედექ კონსტანტინეს ძე მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელებს: კულაშსა და ორწყალშუა მდებარე 17 დესეტინა და 1930 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ირაკლი გრიგოლის ძე მესხს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ნავენახევში მდებარე 21 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, ეზო, ზვარი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ სოლომონ ქაიხოსროს ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე 8 დესეტინა და 1388 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კესარია ბესარიონის ასულ ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ზეინდარში მდებარე 13 დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ევგენი სოფრომის ძე ქუთათელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დაბა ხონში მდებარე 5 დესეტინა ეზო, სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიმში მდებარე 19 დესეტინასა და 300 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ხოსიას ძე ღულაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. გორაში მდებარე 6 დესეტინა სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სიმონ ბებეს ძე აგიაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფ. ტყაჩირში მდებარე 18 დესეტინა და 1800 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქაიხოსრო, კონსტანტინე და სიმონ ბებეს ძე აგიაშვილები ძმები იყვნენ.

