რეგისტრირებული ფაქტები87752
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნატალია იაგორის ასულ ვახრამოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ბაილეთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 1500 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ იასე გიორგის ძე გურიელს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ოზურგეთში, ეკლესიის მახლობლად მდებარე ორსართულიანი სახლი და 446 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ აბრამ ილოს ძე რიჟინაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 6 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო ანტონის ძე ფირალოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ბაზრის შესახვევში მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 22.86 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პელაგია ნიკოლოზის ასულ ფაღავასა და ანნა რევაზის ასულ ქორქაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ივანოვის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 794 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1888 წლის 12 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეები ძმები იყვნენ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ანტონ და სიმონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 140 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბორჩალოს სამაზრო ერობამ ამავე მაზრის მომრიგებელ მოსამართლეებად აირჩია და სენატმაც დაამტკიცა: ნ. ელიოზიშვილი, ანტონ ხუციშვილი, პ. აკოფაშვილი, ტატოსოვი და დალაქიშვილი. ამის მიხედვით მაზრა დაჰყვეს 5 სამომრიგებლო უბნად: სარვანის, შულავერის, ეკატერინფელდის, ბაშკიჩეტისა და წალკის.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ვარლამ დავითის ძე ძიძიგური თბილისის რკინიგზის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ზესტაფონის კომიტეტის წევრი, დამსახურებული სახალხო მასწავლებელი სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძე სოფელ ლახუნდარაში დაკრძალეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მამაჯან ისრაელის ძე ფიჩხაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი, 9 კვადრატული საჟენი მიწა და 1 კვადრატი ალაბი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული სახალხო მასწავლებლის, სიმონ გიორგის ძე ორჯონიკიძის დაკრძალვაზე სოფელ ლახუნდარაში სიტყვა წარმოთქვეს: კონსტანტინე დავითის ძე ანთაძემ კომიტეტის სახელით, მასწავლებლებმა ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძემ, გიორგი მინას ძე აბაშიძემ და ქალაქის თვითმმართველობიდან – კ. ბუაჩიძემ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიხეილ, ივანე და იოსებ დიმიტრის ძე მატარაძეებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისში, სილაზე, მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 138 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ერისთავი იყო პირველი ქართული საბავშვო ბაღის თანამშრომელი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში თბილისში გაიხსნებოდა პირველი ქართული საბავშვო ბაღი მარია მონტესორის აღზრდის სისტემით. ბაღში ორივე სქესის 3-იდან 7 წლამდე ბავშვები მიიღებოდნენ. საბუთების მიღება წარმოებდა მარიამ ერისთავთან, მისამართზე: მამა დავითის ქ. N 36.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საპნის ქარხნის მფლობელი გ. კოჩიაშვილი საპირფარეშო საპნებს, პარფიუმერიას, კოსმეტიკას და საოჯახო ნივთებს აწარმოებდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გ. კოჩიაშვილი იყო ორთქლით მომუშავე საპნის ქარხნის მფლობელი, რომელიც კახეთის ქუჩა N61-ში მდებარეობდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მიზარბეგ ფირანის ძე მესხს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ივანოვის ქუჩის შესახვევში, მდებარე ერთრსართულიანი ქვითკირის სახლი სარდაფით და 189 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 29 ოქტომბერს მეეტლე სტეფანე ივანეს ძე ადეიშვილი დაეჯახა 7-8 წლის ბორის ღოღობერიძეს, რომელიც გადარჩა. მეეტლე პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს ნორიოს ქუჩაზე, კოტელნიკოვის სახლში, ყოფილი პედაგოგი იულია მიხეილის ასული სპასკაია გარდაიცვალა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკოლოზ გიორგის ძე ლორთქიფანიძეს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, მესხეთის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 667 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კესარია ათანასეს ასულ რუხაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ორპირის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 39 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

