რეგისტრირებული ფაქტები87753
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეში ყოველ კვირას იოსებ ალექსის ძე ყიფშიძის ხელმძღვანელობით „ვეფხისტყაოსნის“ გაუგებარ ადგილებს არჩევდნენ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კონსტანტინე გოცირიძე გაამართლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ კ. ლორთქიფანიძეს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ფილიპე ხელაძე ქუთაისის სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატამ ლ. კოკოჩაშვილს ქუთაისის ოლქის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი დაუმტკიცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ეგაძემ, გიგინაშვილმა, ლაბენსკიმ და ს. ქურდოვანიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად 40-40 კაპიკი გაიღეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად იოსებ სანოძემ და ბ. მაჭარაძემ 5-5 მანეთი შესწირეს, პავლე წივწივაძემ და ემელიანე ცაგარეიშვილმა – 10-10 მან., რაჟდენ კუჭავამ 2 მანეთი გაიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 დეკემბერს მოსკოვის სამომხმარებლო საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დასასწრებად იასონ გაბილაიას გაგზავნა გადაწყვიტეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ივანე გულისაშვილმა და თომა მხეიძემ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ფული შეაგროვეს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს პლატონ ლეჟავა სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ აბაშის საზოგადოების წევრი იყო.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს გიორგი საძაგლიშვილი თელავის სასულიერო სასწავლებლის უფროსის მოადგილედ და კატეხიზმოსა და საღმრთო ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ამიროვმა ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მოსართავად ერთი მანეთი გაიღო, ს. საგინაშვილმა, ვ. გულისაშვილმა, ყაზახიშვილმა, ვ. მჭედლიშვილმა, ვასილ ციმაკურიძემ, პ. შავლიშვილმა, გ. ბალარჯიშვილმა, ივ. ჯანდიერმა და ს. მურმანიშვილმა 50-50 კაპიკი შესწირეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ხონის ვაჟთა პროგიმნაზიას მეექვსე კლასის გასახსნელად ილარიონ კოხრეიძემ 5 მანეთი შესწირა, ისაკ კვერნაძემ – 3 მან., ბ. ხაზარაძემ – 10 შაური., პლატონ ბუხნიკაშვილმა – 1 მან., ივანე და პეტრე მშვიდობაძეებმა 3-3 მანეთი გაიღეს.
1891
ტიპი: თანამდებობა
1891 წელს გიორგი საძაგლიშვილი სინოდის ობერ-პროკურორის ბრძანებით თელავიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენის პედაგოგად გადმოიყვანეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბათუმის სამხედრო გუბერნატორმა კუკ-კოლისმა გამოსცა სავალდებულო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სანაპირო ქუჩების სავაჭროების გარდა, ბათუმის თევზის ვაჭრებს ახალი (დაუმარილებელი) თევზის გაყიდვა აეკრძალებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვალს ცნობილი კომიკოსი მიხაილ ჩერნოვი „დეიდა ჩარლეიაში“ ჩარლეიას როლს შეასრულებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში გასტროლებზე იმყოფებოდა ცნობილი კომიკოსი ჩერნოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ რევაზის ძე ნიჟარაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ოფშკვითში მდებარე 3 დესეტინა ეზო, ზვარი და სახნავ–სათესი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე იაგორის ძე მიქელაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კულაშში მდებარე 10 დესეტინა სახნავ–სათესი, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

