რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პროტოკოლი ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულების ლიკვიდაციის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს კონსტანტინე გვარამაძის განცხადება საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაარსების შესახებ და გადაწყვიტეს, ეს საკითხი თამარ ვაჩნაძისთვის მიენდოთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაზე საზოგადოების წარმომადგენლებად გაეგზავნათ ალექსანდრე სუმბათაშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებაში არსებობდა პედაგოგიური, საფინანსო, საბიბლიოთეკო და თეატრალური კომისიები.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პარმენ დავითის ძე გამყრელიძე, კაპიტონ ალექსანდრეს ძე გოგოლაძე და კ.ი. ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს პეტრე ივანეს ძე მეფისაშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე შატილოვი და ალექსანდრე იოსების ძე გოგიტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ანტონის ძე საბაევი, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაკაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბარნაბა გელაზანიას განცხადება ბათუმის სკოლაში ხელახლა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო შუამდგომლობას ვერ აღძრავდნენ და გელაზანიას მაგივრად სხვა კანდიდატის წარდგენა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს აკაკი წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავის იუბილეზე მიღებული ნივთების შესყიდვის თხოვნით მიმართა. გამგეობამ უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს საგარეჯოს სკოლის მასწავლებელმა გიორგი ბოჭორიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ჯამაგირის მიღებამდე 10 მანეთი ესესხებინათ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ მოახსენა, რომ სტიპენდიატ იაკობ ორჯონიკიძეს სჭირდებოდა პანსიონის ნახევარი წლის გადასახადი – 87 მანეთი და 50 კაპიკი. საზოგადოების გამგეობამ ორჯონიკიძის სკოლის დირექტორს გადასახადი გაუგზავნა და სთხოვა, ორჯონიკიძის ყოფაქცევისა და სწავლის შესახებ ეცნობებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან აცნობეს, რომ მასწავლებელ ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანიას წასვლის შემდეგ მის გაკვეთილებს წლის ბოლომდე სკოლის სხვა მასწავლებლები ჩაატარებდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 მარტს რევოლუციის მოწყობის საქმეში ბრალდებული თედო სახოკია სამუდამო გადასახლებაში ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ჩაიყვანეს.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წლის 3 მარტს ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ირაკლი ნიკოლოზის ძე ჩხიკვაძე გარდაიცვალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის წერილი იმის შესახებ, რომ ბარნაბა გელაზონიას ბათუმის სკოლის მასწავლებლად არ ამტკიცებდნენ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ გელაზანია დაუყოვნებლივ გადაეყენებინათ და მის მაგივრად გარდავაძე მიეწვიათ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდებოდა, გელაზანიას გაკვეთილები სხვა მასწავლებლებს უნდა გადაენაწილებინათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის, პეტრე მამრაძის თხოვნა, ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი 180 მანეთიდან მისთვის წინასწარ მიეცათ 25 მანეთი. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანდრია ღულაძის თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ნ. თევზაძეს. გამგეობამ უარი უთხრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.
1909
ტიპი: განათლება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 5 მარტს აპოლონ ესტატეს ძე პაპავა, მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, პორფილე ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი, ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელია და მოსე ესტატეს ძე სტურუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

