რეგისტრირებული ფაქტები89471
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების შემოსავალ-გასავლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, იმ წელს მასწავლებელთა ხელფასებზე 2 280 მანეთი დახარჯა, თანამშრომელთა ხელფასებზე – 253, შენობის შესაკეთებლად – 692. 83, ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიატს კი 85. 50 მანეთი მისცა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში (გაიხსნა 1909 წელს) ასწავლიდნენ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი და ბარბარე ზაზანაშვილი. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით დაარსდა ახალსენაკის ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი ვასილის ძე გამზარდია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნინა ბახვას ასული თევზაია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია და ვლადიმერ კონსტანტინეს ძე შევარდნაძე.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის მდივანი და მოლარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერია.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ლუკა გიორგის ძე ჟვანია იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლიდან სოფიო გიორგის ასული ჩიტაძე ნავთლუღის სკოლასთან არსებულ ხელსაქმის განყოფილებაში ასწავლიდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე 3 თვით დააპატიმრეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.
1909
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს ოლქის სასამართლომ იოსებ ფაჩულიას ექვსი წლის კატორღა მიუსაჯა. შემდეგ ეს სასჯელი ავადმყოფობის გამო ცხრა წლის ციხით შეუცვალეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ 1905 წელს ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი პროგრამის განხილვა მომავლის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს გალაკტიონ ტაბიძე თანამშრომლობდა ჟურნალებთან „პირველი ტალღა“ და „საქართველოს მოამბე", ალმანახთან „პირველი ნაბიჯი“.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-1910 წლებში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაფარიძე ლიხეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-17 წლებში იასონ იაკობის ძე სირბილაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909-1917 წლებში გიორგი ოტიას ძე სალუქვაძე ფარახეთის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

