რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი ქუთაისის, ყარსის და ერევნის გუბერნიების გამგებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თბილისის ფოსტის გამგებელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თავისივე თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხენების ცნობილი ქურდი ყურბან მამაი-ოღლი პოლიციამ დააკავა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუბოვიკი ქურდობისთვის ნასამართლევი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ალექსანდროვმა დააკავა დუბოვიკი ნაბადის ქურდობის ბრალდებით, თუმცა ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი პეტერბურგში კავკასიისთვის ამზადებდა მიხეილ ლერმონტოვის ძეგლს, რომელსაც ტანის ნაწილი ოთხ არშინზე მეტი ექნებოდა. გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ძეგლი ხარისხიანად იყო გაკეთებული.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პავლოვსკის სურდა კავკასიის სხვადასხვა ტომის იურიდიული ჩვეულებები შეესწავლა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს, გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი ესწრებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე გორის ეპისკოპოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ დადიანი სამეგრელოს ყოფილი ეპისკოპოსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე ეპისკოპოსი იყო. იგი გაბრიელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ვასილის ძე ლებედევი საქართველოს ეგზარქოსი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლობის განკარგულებით დავით თოხარელი დუშეთის ტელეგრაფის სადგურის ზედამხედველად გადაიყვანეს.

