საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81472

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტს სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა განუცხადა, რომ სკოლის ფონდისთვის თანხის განაწილების სიები 24 სექტემბრის კრების შეთანხმების საფუძველზე შეადგინეს. 24 სექტემბრის შეთანხმებით თითოეულ თავადაზნაურს სკოლის ფონდისთვის 50 ან 100 ლარი უნდა გამოეყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, 30 მარტის სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრები სამარცხვინოდ მიიჩნევდნენ შვილების აღსაზრდელად 3000 მანეთზე მეტი რომ არ შეაგროვეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს მარშალმა სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა კრების წევრებს სკოლის ფონდისთვის გაწერილი თანხის სიები წაუკითხა და განაცხადა, რომ კომისიამ სულ 3100 მანეთი გამოყო შვილების სასწავლებლად, რის შემდეგაც უკმაყოფილება გამოითქვა კრებაზე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს თავადაზნაურთა კრების წევრებს მარშალმა წარუდგინა სკოლის ფონდისთვის გაწერილი თანხის სია, სთხოვა ხელი მოეწერათ და დაემტკიცებინათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ 30 მარტს სიღნაღის თავადაზნაურთა კრება გაიმართა. მარშალმა დამსწრე წევრებს წარუდგინა განსახილველი საკითხები.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ სიღნაღის თავად-აზნაურთა კრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც არათუ ხელს უწყობდნენ სწავლა-განათლების საქმეს, არამედ ხელს უშლიდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში იოსებ ცისკარიშვილი წერდა, რომ საქართველოში ყველა მიხვდა სწავლა-განათლების მნიშვნელობას და ძალებს არ იშურებდნენ ხელი შეეწყოთ მის განსავითარებლად.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებას წარუდგინა ცნობები აფხაზეთში აღმოჩენილი ეკლესიის შესახებ, ასევე რუმელიაში ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატის წარწერაზეც, რომელიც შეცდომით გადაუთარგმნიათ რუსულად პეტერბურგში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხა რეფერატი, რომელიც 1885-1886 წლების კავკასიის არქეოლოგიის მატიანეს ეხებოდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს როსიკოვმა კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრების წევრებს უამბო ჩეჩნეთში მოგზაურობისა და იქ ნაპოვნი სპილენძისაგან გაკეთებული ადამიანის გამოსახულების შესახებ, რომელსაც ადამიანები კერპებს უწოდებდნენ, მეცნიერები კი – ბაზმანდებს (ამულეტს).

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, როსიკოვი კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ფოთში, ბესარიონ კალანდაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ახალციხეში, ალექსი სალარიძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიხეილ გიორგის ძე ყენიას ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ სალხინოში მდებარე 13 დესეტინა და 840 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ამირან ივანეს ძე კბილაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ბაღდათში მდებარე 27 დესეტინა და 1625 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ტყე, ზვარი და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ბიჭია დავითის ძე ასათიანს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ზემო ქვიტირში მდებარე 3 დესეტინა და 1455 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი მიწა, ტყე და ეზო, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ მანუახა მარდახის ძე მოშიაშვილისას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში. გელათის ქუჩაზე. მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 57 კვადრატული საჟენი მიწა, რომელსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ნიკო გარდიას ძე ივანიკოვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა არტილერიის ქუჩაზე მდებარე ორი ერთსართულიანი სახლი და 159 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ კონსტანტინე ანანიას ძე ქვარიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა ქვარიანის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი და 1578 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ივანე იოსების ძე კაუხჩევს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გიმნაზიისა და მიხეილის ქუჩებს შუა მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქნები და 658 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პავლე და ლევან მახარობლის ძე მოსეშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 430 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პეტრე და მიხაილ ივანეს ძე მეფისოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ფრანგების ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 253 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ გიორგი ბადურას ძე მღებროვს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა პოლიციის ქუჩის შესახვევში მდებარე ორსართულიანი ხის სახლი და 493 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ერმალოზ ოტიას ძე ნიჟარაძეს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდა გეგუთის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 319 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.