რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება თარიღი მზარდობით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს დავით დავითის ძე კობალაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კოტე ლუკას ძე მოსულიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს თომა მოსულიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმის მიხედვით, იასონ დავითის ძე ციციშვილი თავისი ქონების საზოგადოებისთვის გადაცემას აპირებდა.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძეს ჰქონდა წიგნის მაღაზია.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წელს შაქრო შავიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, რაკი სამსახურიდან გათავისუფლებული იქნებოდა, დახმარება მიეცათ, რომ სოფელში გადასახლებულიყო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას წინასწარ მიღებული 1 თუმანი და 155 მანეთი შემწეობად ჩაეთვლებოდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გრიგოლ ვოლსკის გასვენებაზე ბათუმის განყოფილებას გვირგვინის ნაცვლად 20 მანეთი გაუგზავნა. დავთარს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი და მდივანი იასონ ბაქრაძე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.
1909
ტიპი: გარდაცვალება
1909 წელს გარდაიცვალა სოლომონ იოსების ძე მრევლიშვილი, რომლის ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა.

