რეგისტრირებული ფაქტები87744
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის ოლქის სამოქალაქო განყოფილების სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგი ი. კ. სავიცკი სააპელაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 ოქტომბერს თბილისში ჩამოვიდა ცნობილი მწერალი ვლადიმერ ლესევიჩი, რომელიც „რობინზონ კრუზოსა“ და ზღაპრების მნიშვნელობის შესახებ ლექციების წაკითხვას აპირებდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისში იარალოვისა და ალიხანოვის ქარხანაში ყურძნის დასაჭყლეტი პრესები იყიდებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრება გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, რომელიც იქამდე თერგის ყაზახთა ჯარში ირიცხებოდა, კავკასიის ყაზახთა დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 ოქტომბერს „იურიდილი საზოგადოების“ წევრთა კრებას კავკასიის მთავარმართებელი გრიგორი გოლიცინი დაესწრო.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წლის 25 ოქტომბერს ვასილ ველიჩკო, გ. ი. გძელიშვილი და გიორგი გვაზავა „იურიდილი საზოგადოების“ წევრებად აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მახარაძე ქუთაისის მაზრის ბოქაულის თანამდებობას აღასრულებდა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ქუთაისში, გაგარინის ქუჩაძე ერასტო კემულარიას სამკერვალო ჰქონდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 12 ოქტომბერს ოზურგეთში ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობდნენ ატატო ბებურიშვილი და მარ. ჯაყელი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ იმერეთში, სოფელ პატრიკეთში მდებარი ეკლესიის მღვდელი მ. ი. ხოჯავა იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 19 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი, რომელიც სამოსწავლო ოლქის დასათვალიერებლად იყო წასული, თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ვედენეევი სამსახურებრივი მოვალების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს თბილისის საბაღოსნო გამოფენის დასათვალიერებლად გორის საოსტატო სემინარიის რამდენიმე შეგირდი ჩამოვიდა. შეგირდების მეთვალყურე სუჩაკოვი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბერს ტელეგრაფის კანტორის უფროსის ბ. სემენოვის ნებართვით თბილისის გიმნაზიის მერვე კლასის შეგირდებმა თბილისის ტელეგრაფის სადგური დაათვალიერეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 13 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ თბილისის სამოსამართლო პალატის პროკურორს სენატში საჩივარი შეჰქონდა ბაკიხანოვის გამართლების გამო, რომელსაც სტაროსელსკის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს თბილისის ოლქის სასინჯი პალატის კონტროლიორი იყო იგორ ივანეს ძე ბლუმბერგი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის გულშემატკივრები სათავადაზნაურო თეატრში უნდა შეკრებილიყვნენ, რათა აერჩიათ გამგე კომიტეტი, რომელიც პოეტის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენის 40 წლის იუბილეს დაგეგმვას გაუძღვებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ოქტომბერს ქართულ თეატრში დაიდგა სამმოქმედებიანი პიესა „ცოდვის შვილი“, რომელშიც მონაწილეობდა ეფემია მესხი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ რუსულ ჟურნალ „სევერ. ვესტში“ დაუბეჭდავთ ნ. ამილახვრის წერილი, რომელშიც იგი საქართველოში სიმდიდრის აღნუსხვისა და მიწათმფლობელობის საკითხების მოუწესრიგებლობაზე საუბრობს. წერილში იგი მთავრობას ურჩევს, რაც შეიძლება მალე აღწეროს მიწები და სახელმწიფო მიწების რაოდენობა ცნობაში შეიტანოს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მდიდარი მხარე მალე გაღარიბდება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ილიკო კიკნაძეს ხარაგაულის სამრევლო სკოლისთვის სააბრეშუმო სახლის აშენება და მოსწავლეებისთვის აბრეშუმის თესლის გამოწერა ჰქონდა განზრახული.

