რეგისტრირებული ფაქტები87673
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მიხეილ წერეთლის თხოვნა სალიტერატურო ფონდის თანხიდან დახმარების შესახებ. გამგეობამ 20 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დიდუბეში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის გახსნასა და კურთხევას უნდა დასწრებოდნენ.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას დიდი ჯიხაიშის, საჭილაოს, მუხიანისა და კულაშის სამკითხველოები ჰქონდა.
1910
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 402 მანეთსა და 14 თეთრს, გასავალი – 400 მანეთსა და 20 თეთრს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივანის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყდა, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისთვის ეკითხათ თბილისის პირველი ბიბლიოთეკის შესანახად შეეძლო თუ არა რაიმე წყაროს გამონახვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ თუ ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი პირველი ბიბლიოთეკის შესანახად რაიმე წყაროს მონახვას ვერ შეძლებდა, პეტრე როსტომის ძე სურგულაძისთვის ეთხოვათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია მიხეილის ასულის თუმანიშვილი-წერეთლის თხოვნა, დროებით დაკეტილი პირველი ბიბლიოთეკის მდგომარეობა გაერკვიათ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე დგებუაძის თხოვნა ზაფხულის სტიპენდიის წინასწარ მიცემის შესახებ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 11 თებერვალს ალექსანდრე მდივანს დაევალა სკოლებში ინსპექტორის დანიშვნის შესახებ დაწვრილებითი მოხსენების შედგენა საზოგადო კრებაზე წარსადგენად.

