საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87673

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს ლეო ანდრიას ძე შენგელაია სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს თევდორე ზურაბის ძე ღლონტი სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ლუკას ძე ავალიანი იყო პროფესორი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ყოველთვიურ ჟურნალ „ცისარტყელას“ N2-ში დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის დრამა „სტუმარ-მასპინძლობა“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კაჩალოვი იყო რუსი მსახიობი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მსახიობები – კაჩალოვი, ლეონიდოვი, კნიპერი და სხვანი ბოლშევიკურ რუსეთს გამოექცნენ და თბილისში მოემგზავრებოდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რუსულმა დრამატულმა თეატრმა „ტარტომ“ გასტროლებზე მსახიობი ნიკოლაი ხოდოტოვი მოიწვია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბ. გვანცალაძე თბილისის მაზრის მარტყოფის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დალაქიშვილი ბორჩალოს მაზრაში წალკის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ტატოსოვი ბორჩალოს მაზრაში ბაშკიჩეტის უბნის მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მედიცინის დოქტორ გ. ა. ახვერდოვს ჰქონდა ბინა თბილისში, მიხეილის ქუჩა N7-ში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გევორქ ახვერდოვი იყო მედიცინის დოქტორი, ექიმი, პეტროგრადის ვენერიული კლინიკის ორდინატორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ სტამბოლის, კავკასიის, თურქესტანისა და სპარსეთის სანახების წარმომადგენელს, დირექტორს გამგის ხარისხით გ. გ. ბერიძე წარმოადგენდა. ფირმის მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთში „საქართველო“ გ. გ. ბერიძე იუწყება, რომ ადგილობრივი გაზეთების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ჩამოვიდა ფირმა „კოსმოს ტრედინგ კ-ო ლიმიტედის“ წარმომადგენელი კაპიტანი სკოტი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან სკოტი არასდროს ყოფილა ფირმის წარმომადგენელი. ის თბილისში იმყოფებოდა როგორც კურიერი, საზოგადოების გამგეობისგან საჭირო დოკუმენტაციის მისთვის გადასაცემად. ინგლისის აქციონერული საზოგადოების „კოსმოს ლიმიტედის“ მთავარი ბიუროს მისამართი იყო ბარონის ქუჩა N15.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსადმი“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი ლევან ჯანდიერს სწერდა აგრონომ ილიკოს შესახებ, რომელიც ცარსკოე სელოში ცხოვრობდა და ფერმის დირექტორი იყო, მან კონსული პირადად მოინახულა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსულის, ალექსანდრე ჩერქეზიშვილის ცნობები პეტროგრადში მყოფ ქართველთა შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 30 სექტემბერამდე სასახლის ქუჩაზე მდებარე დ. მ. ისაევის საწყობში დიდი ბაზრობა იყო გამართული და ყველაფერი ძალიან იაფად იყიდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. ი. ლისნევსკის აზრით, აუცილებელი იყო მთაწმინდის ნიაღვრისგან დაცვა. ის ადგილები, საიდანაც ნიაღვარი მოდიოდა, ქვიტკირის კედლებით უნდა გაემაგრებინათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 17 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ა. ტ. შჩოლოკოვი, რედუტ-კალეს ნაწილის ბოქაული ზუგდიდში, ლეჩხუმის მაზრის სამმართველოს მდივნად გადაიყვანეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 22 მარტის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ გრიგორი გოლიცინი ყოველდღე ხან ფეხით, ხანაც ეტლით ათვალიერებდა ქალაქის სხვადასხვა ნაწილს, აკვირდებოდა მუშებს და მათ ნამუშევარს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 30 დეკემბერს თბილისის კავშირგაბმულობის ინჟინერი იბრაჰიმ-ბეი გაიდაროვი დაინიშნა ბაქოს გუბერნიის კომისრად. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარემ, ევგენი გეგეჭკორმა და მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა.

1897

ტიპი: სტატუსი

1897 წლის 26 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია მოსეს ძე კიკნაველიძე აზნაური იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი სტეფანე ვასილის ძე გლასეკი თანამდებობიდან გადადგა საკუთარი თხოვნით. განცხადებას ხელი მოაწერა სახალხო მზრუნველობის სამინისტროს კომისარმა ფათალი ხან ხოისკიმ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფილიმონ ქორიძემ ქუთაისში გამართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მარიამ კლდიაშვილ-ძნელაძისამ, ჭელიძისამ და ვლადიმერ ჟღენტმა.