საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87661

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე ჯანელიძემ თბილისის საქონლის სადგურზე ერთი მეცხვარე ყალბი მოწმობით დაიჭირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსის თანაშემწე ჯანელიძემ თბილისის საქონლის სადგურზე მოვაჭრეთა მოწმობები შეამოწმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული განსაკუთრებული რაზმის უფროსმა მელქისედეკ კედიამ სავალუტო საქონლის ყალბი მოწმობების საქმის გამოძიება თავის თანაშემწეს - ჯანელიძეს დაავალა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ვასილ ბურჯანაძე სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ ჭიათურის საზოგადოების წევრი იყო.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ოლიფანტე ქუთათელაძე ქუთაისის სამომხმარებლო საზოგადოება „პროგრესის“ წევრი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 2 ნოემბერს ავლაბარში იოსებ ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილს ბოღჩა მოჰპარეს. გამოძიების დაწყების შემდეგ ქურდმა ბოღჩა პოლიციის ეზოში დატოვა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ვასილ ილიას ძე რცხილაძე თბილისის სახელოსნო სასწავლებლის ინსპექტორი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის მე-3 გიმნაზიის ინსპექტორი ფრიდრიხ რომანის ძე კრეისბერგი გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ინჟინერი ნეჩაი ხაშურიდან ბათუმამდე ნავთის მილის გასაყვანად დანიშნული მთავარი ინჟინრის დამხმარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვასილ თუმანიშვილის, აპ. წულაძისა და პ. საყვარელიძის წინადადებით საზოგადოებას დაევალა ეზრუნა ომით დაზარელებულ აჭარაში სკოლის გახსნაზე და ერთჯერადი დახმარება აღმოეჩინა, რადგან მცირე თანხასაც კი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ ს. რევიშვილს, ონ. სულაკაძეს, ერ. ავალიანსა და ლევიძეს 3-დან 6 წლამდე ციმბირში გაგზავნა მიუსაჯა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 31 ოქტომბერს საშაბუროში დავით კეზელის მოსამსახურეებმა ბარამ შაბურიშვილი მოკლეს, მისი ვაჟი კონსტანტინე კი დაჭრეს.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ მალაქია დიხომინჯიასა და ნ. ტყეშელაშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, პ. ლომიძესა და იგნ. ნიჟარაძეს – წელიწადი და 8 თვე პატიმართა როტაში პატიმრობა.

1895

ტიპი: ნასამართლეობა

1895 წელს ქუთაისში ურიების წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებისთვის ქუთაისის ოლქის სასამართლომ ა. ავთანდილოვს, გრიგოლ ოქოევს, გ. მურადოვს, რ. მეგრელიძესა და ნ. გაბადაძეს 8 თვე პატიმართა როტაში პატიმრობა მიუსაჯა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მ. უსპენსკი გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ რედაქტორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ვასილ ივანეს ძე დოლგოვი სიღნაღის ქალაქისთავი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ რედაქტორ მ. უსპენსკისა და ადვოკატ პლუშჩევსკის საქმე განიხილა. პლუშჩევსკი უსპენსკის 8 წლის წინ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ მის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში სდებდა ბრალს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 3 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მ. უსპენსკისა და პლუშჩევსკის საქმის განხილვისას ბრალმდებელი თავად პლუშჩევსკი იყო, ბრალდებული უსპენსკი კი თვითონ იცავდა თავს.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ექიმი პრიანიშნიკოვი მოკლეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მიხაილ ხილკოვი რუსეთის გზათა მინისტრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევის ქართული სათვისტომო ვლადიმერ სარდიონის ძე მესხიშვილის ქართულ სცენაზე 30-წლიანი მოღვაწეობის აღნიშვნას აპირებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს თედო ტიმოთეს ძე სახოკიამ ინგლისურად გამოცემული საქართველოს ეკლესიის მოკლე ისტორიის თარგმნა დაიწყო.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 3 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატამ ადვოკატ პლუშჩევსკის ცილისწამებაში ბრალდებული რედაქტორი მ. უსპენსკი დამნაშავედ სცნო. უსპენსკის 166. 60 მანეთის გადახდა და 13 დღით სამხედრო ჰაუპტვახტში პატიმრობა მიუსაჯეს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე იოსების ძე მესხიშვილს ლორის-მელიქოვის ქუჩაზე ლითოგრაფიის საწარმო ჰქონდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე სტანისლავ ვეისენგოფმა დაწვრილებით გადმოსცა მადათოვის კუნძულების ისტორია, რომლის მიხედვითაც, ქალაქის საბჭოს შესაძლებლობა ჰქონდა პრეტენზია გამოეთქვა ზოგიერთი ადგილის კუთვნილების შესახებ. საბჭომ დანიშნა შესაბამისი კომისია, რომელიც შეისწავლიდა საქმეს და გაარკვევდა ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე სახის უფლება.