რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ავტორობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა საქალაქო მამულების გაყიდვის საკითხი დააყენა. მან აღნიშნა, რომ მათი პირდაპირი მოვალეობა ხალხის ხელშეწყობა იყო და სჯობდა დაეწყოთ მამულების გაყიდვა და არ დალოდებოდნენ ფასების ზრდას. გარდა ამისა, ქალაქში შენობების მატება და ცარიელი ადგილების შევსება მათთვის დიდი მოგების მომტანი იქნებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ა. ივანენკომ ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა სკვერები მოეწყოთ კუკიაზე და ამისთვის იქ სხვა ბაღებისგან მოშორებით მდებარე ორი თავისუფალი მოედანი გამოეყენებინათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგ პ. კვიცარიძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკის პირველი ნაწილი – „ეთიმოლოგია“ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე პავლე იზმაილოვმა ავლაბარსა და მთაწმინდაზე სკვერების მოწყობის თაობაზე განაცხადა, რომ საბჭოს სულ 300 თუმანი ჰქონდა ამ საქმისთვის გამოყოფილი, რითაც ფართის გაზრდის მიზნით, მირზოევისგან მამულის ყიდვასაც ვერ შეძლებდნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 13 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიევქტო კვიცარიძე ქუთაისის სასულიერო სკოლის პედაგოგი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ (ოსინკა) ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე ავალიშვილის ძმა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ქაიხოსროს ასული ამირაჯიბისა იყო გენერალ-მაიორ გიორგი სარდიონის ძე ამირაჯიბის დედა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჯანსუღ დადეშქელიანმა ივანე შარაშიძის სახელზე დაარსებულ ფონდს 25 მანეთი შესწირა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სარქის გევარგიზ ოღლის პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზება ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანმა ქალაქის გამგეობის წევრთა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ხ. მ. მალინოვსკი და ნ. ვ. სტრუვე თბილისის სასამართლო პალატის წევრები იყვნენ, ლ. ლ. ფატეევი თავმჯდომარე იყო, ა. ა. მაქსიმოვიჩი – მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს სინსკიმ ფოთში ნახუტურის სამრევლო სკოლის რევიზია ჩაატარა. ამ სასწავლებელში სასწავლო პროცესი 1881 წლის კანონით მიმდინარეობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წელს ექიმ პრიანიშნიკოვის მკვლელობისთვის ბათუმში რამდენიმე პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განსვენებულის მეუღლე მათთვის სასჯელის პატიებას ითხოვდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში მოსკოვში გამართულ კონცერტზე ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. ლოტბარი იყო ა. ნ. კოროშენკო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სინსკი გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.

