რეგისტრირებული ფაქტები87657
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბალუევი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მემამულე იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი მტკვრის პირას მიწას ფლობდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონოვა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრის არტისტი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში ჩამოდიოდა სანდრა დავითის ასული დავიდოვისა და დიდი მარხვის პერიოდში კონცერტის გამართვას გეგმავდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 მარტს კავკასიის მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 მარტს ქართულ თეატრში დავით მერაბის ძე გამყრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, ანდრონიკოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი, ნ. მ. ჯორჯაძე (საბუელი), ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი, ნებიერიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული ნინო ავეტიქის ასულ ტერ-გრიქუროვის სახლის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გურული შორაპნის მაზრის მცხოვრები იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 18 დეკემბერს ოლქის მზრუნველის თანაშემწე ა. ი. სლავინსკი ხონში გაემგზავრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ნიკო ლომოურის „ქაჯანას“ ცალკე წიგნად გამოცემა გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შავი ქვის მრეწველთა საბჭომ ალექსანდრე ვლადიმერის ძე წერეთლის წინადადებით საჩხერის ხიდის დამთავრება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 17 დეკემბერს ბაქოში ვარლამ ლევანის ძე გელოვანის ვაჟი გიორგი (გია) გელოვანი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს სინსკიმ ნახუტურის სამრევლო სკოლის მასწავლებელს, კლემენტი ჭანტურიას საღვთო სჯულის რუსულად სწავლება შესთავაზა. ჭანტურია შეთავაზებას არ დასთანხმდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გამგეობის ნებართვით ალექსანდრე ნებიერიძემ გაზეთ „თეატრის“ ბეჭდვა განაგრძო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ველისციხის „ბლაღოჩინი“ (მღვდელი) ხარიტონოვი უქმე დღეებში ეკლესიაში გალობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რომის პაპის ლეგატმა ანტონ დელფუშემ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას მისწერა, რომ მიემგზავრებოდა თბილისიდან რომში მისიის ანგარიშების ჩასაბარებლად.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ანტონ ყორღანოვის საქმე სენატმა გააუქმა და ხელახლა გასარჩევად ჩანიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარ გეორგი ჩიჩერინისგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა ნოტა მიიღო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ ეროვნულ-დემოკრატ გრიგოლ ვეშაპელის მიერ უცხოელებზე მიწების მიყიდვის წესში შეტანილი შესწორების სამართლიანობის შესახებ ისაუბრა, ამასთანავე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო ოჯახის წევრი გახდა, უცხოელების კანონგარეშე დაყენება უსამართლო იქნებოდა. ეს საკონსტიტუციო კითხვა იყო და დეკრეტში ვერ შეიტანდნენ.

