საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87657

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოზურგეთის მოურავის თანამდებობაზე ა. ღულაძის კანდიდატურა დაასახელეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 დეკემბერს ქართულ თეატრში ნ. გრედესკულის უნდა წაეკითხა ლექცია „ნაციონალური კითხვა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქრისტიანობის აღმდგენელმა კომისიამ თავისი ხარჯით გამოსცა გ. გოლუბცოვის მიერ აფხაზურ ენაზე ნათარგმნი საეკლესიო და სასწავლო სახარება და წირვის საგალობელი ნოტები.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 იანვარს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს IV კლასის განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი არტიომ კონსტანტინეს ძე ბოლდირევი. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში ნ. ჟორდანიას საქმე განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში სავლე წერეთელი და ნიკოლოზ გამრეკელი ჭიათურის საავადმყოფოში მესამე ექიმის დამატებას ითხოვდნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის დეკემბერში ნიკოლოზ გამრეკელი ჭიათურის საავადმყოფოში ექიმად მუშაობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ნიკოლოზ გუნია მღვდელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ეკატერინე გაბაშვილის „ალის“ ცალკე წიგნად გამოშვება გადაწყვიტა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამხედრო ინჟინერი გენერალ-მაიორი სავიცკი გზათა სამინისტროს კომისრის ამხანაგის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა. ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარის ნაცვლად ხელი მოაწერეს აკაკი ჩხენკელმა და გზათა კომისარმა მელიქ ასლანოვმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს პლუშჩევსკი ვაჭრის, მანის ადვოკატი იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 ნოემბერს სასტუმრო „კავკაზში“ უცხოელმა ვაჭარმა მანმა თავი მოიკლა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს სპანდარ სპანდარიანი სომხური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთის „Норъ-Даръ“-ის გამომცემელი იყო.

1896

ტიპი: ნასამართლეობა

1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მეთოდე და ათანასე გუგეშაშვილების საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სახელმწიფო მზრუნველობის კომისრის ა. ი. ოგაჯანიანის პეტერბურგში გამგზავრების გამო მოვალეობის შემსრულებლად კომისრის ამხანაგი კორიუნ ალექსანდრეს ძე გაზაზიანი დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარმა ევგენი გეგეჭკორმა და სახელმწიფო მზრუნველობის კომისარმა ოგაჯანიანმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც მინისტრ-თავმჯდომარედ აკაკი ჩხენკელი დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მ. დუმბაძე დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანდიდატი სოლომონ სანებლიძე სამსახურიდან დაითხოვეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას ფელეტონის „მოხუცის ნათქვამის“ შვიდივე ნაწილი დაიბეჭდა.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 31 მარტს კირაკოზ ვართანოვი მოჰყვა ავეტიქ სტეფანოვის აგურის ქარხნის მიწის ნანგრევებში და გარდაიცვალა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მ. დუმბაძე მცხეთის ბოქაული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 დეკემბრიდან თბილისში სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის რედაქტორობით ყოველდღიური ქართული გაზეთი „ახალი დროება“ უნდა გამოსულიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლო პალატაში პ. კალანდაძის საქმე განიხილეს. მას ერთი თვით ციხეში ყოფნა მიუსაჯეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 19 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, აკაკი ჩხენკელმა სათათბიროს კათედრაზე განაცხადა, რომ ვარლამ გელოვანი დეპუტატად თავადებმა აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დეპუტატ ვარლამ გელოვანის თაოსნობით გაიმართა კავკასიელი დეპუტატების კრება, რომლის მიზანიც საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავება იყო.