რეგისტრირებული ფაქტები87629
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა არსენი სოლომონის ძე როტინოვი, რომელიც იყო თადარიგის მეტყევე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ ივანეს ძე გოლოვკინი იყო სამეფო კარის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი ვასილ პეტრეს ძე გორბუნოვი იყო სახელმწიფო მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა მიხეილ ივანეს ძე გოლოვკინი, რომელიც იყო VI კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკი, რომელიც იყო VI კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში მსახურობდა ვასილ პეტრეს ძე გორბუნოვი, რომელიც იყო VI კლასის ჩინოვნიკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მურავიოვი კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოში ხელმძღვანელობდა ტყეების განყოფილებას.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მურავიოვი იყო კავკასიის სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქმეთა სამმართველოს უფროსის, მიხეილ ივანეს ძე ასტაფიევის მოადგილე.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნიკოლოზ სემიონის ძე კოხანოვი იყო კავკასიის საფოსტო ოლქის უფროსი.
1869
ტიპი: ორგანიზაცია
1869 წელს ამიერკავკასიის საერო ვალდებულებების შესახებ საგანგებო საკრებულოს წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ივანეს ძე ბარანოვსკი, მიხეილ ივანეს ძე ასტაფიევი, ნიკოლოზ სემიონის ძე კოხანოვი, ვიქტორ ივანეს ძე ნიჟინსკი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი იყო ამიერკავკასიის საერო ვალდებულებების შესახებ საგანგებო საკრებულოს თავმჯდომარე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ილია მელიქ-ახნაზაროვი ელიზავეტპოლის საოლქო სასამართლის კანცელარიის მწერლად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 31 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ შოშიაშვილი (შოშიევი) მღვდელი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით გედოიათ-ბეგ ახუნდოვი თბილისის საოლქო სასამართლოს თარჯიმნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ივანე ფირუმოვი ამიერკავკასიის აქციზის სამმართველოში უფროს კონტროლიორად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ტროფიმე შჩერბინინი სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმე შჩერბინინი ფოსტალიონი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა პირველ კლასიკურ გიმაზნიას 300 მანეთი შესწირა ორკესტრული სწავლების გასაძლიერებლად, თვითონ სასწავლებელმა კი ამ საქმეს 1000 მანეთი მოახმარა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ორკესტრს ასწავლიდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 13 თებერვალს სანიტარულმა კომისიამ ბეგლარ კოჩაროვის მაღაზიაში 3 ფუთამდე გაფუჭებული ძეხვი, 10 გირვანქა გამოუსადეგარი ხმელი თევზი და 10 გირვანქა გაფუჭებული ლორი აღმოაჩინა. პოლიციამ უვარგისი პროდუქტი გადააყრევინა კოჩაროვს და მის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

