საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87614

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 6 მარტს სპარსეთის ქვეშევრდომის ალი-აბკარ-აბდულ-რახმან-ოღლის ხილის საწყობი გაძარცვა იბრაგიმ-კალბალაი-ოღლიმ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პრაკოფი შესტაკოვი იყო უნტერ-ოფიცერი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 მარტს პოლიციის მე-10 განყოფილებაში მორიგე უნტერ-ოფიცრის პრაკოფი შესტაკოვის ოთახიდან გაიტანეს ვერცხლის საათი და სხვადასხვა ნივთები, სულ 110 მანეთის ღირებულების. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვი იყო თავადი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე არღუთინსკი-დოლგორუკოვს თბილისის პოლიციის მე-7 განყოფილების ბოქაულმა უჩივლა, რომ ეზო მოუწესრიგებელი და უსუფთაოდ ჰქონდა, რის გამოც მე-4 განყოფილების მომრიგებელმა მოსამართლემ ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის სტატია ქუთაისის შესახებ, რომელშიც აღწერილია ქალაქის გეოგრაფია და მცხოვრებთა სოციალური ყოფა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) საკვირაო სხარტულა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „მეცხვარე თრიალეთზედა“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ დადიანი საქართველოს სინოდის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არქიმანდრიტი გრიგოლ დადიანი ახლად დაარსებული გურია-სამეგრელოს ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკაკი როსტომის ძე წერეთელმა დაწერა ახალი დრამა „ირაკლი II”, რომლის წარდგენასაც რამდენიმე ქართველი მწერალი დაესწრო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა-ფშაველას ფელეტონები „მკვდარზედ“, „საიქიოს წარმოდგენა“, „წაწლობა“ და „ფიცი“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე გძელიშვილის ფსევდონიმი იყო განი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე გძელიშვილის ფელეტონი „შავი ქვის საქმე“.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა ალექსანდრე იოსების ძე ქიშმიშევი, რომელიც იყო კანცელარიის XII კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტში მსახურობდა ვასილ ნიკოლოზის ძე სტეპანოვი, რომელიც იყო კანცელარიის XII კლასის ჩინოვნიკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ალექსანდრე იოსების ძე ქიშმიშევი იყო გუბერნიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ვასილ ნიკოლოზის ძე სტეპანოვი იყო გუბერნიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ტარას ივანეს ძე მულინი იყო კოლეგიის მდივანი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის ფინანსურ განყოფილებაში მსახურობდნენ: სპირიდონ ივანეს ძე შემეტოვი, პავლე ნიკოლოზის ძე სოფრანსკი და ნიკოლოზ ივანეს ძე მოროზოვი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიზელ ბიჭში“ ჟოზეფის როლის შერულება მსახიობისაგან დიდ ნიჭს, დაკვირვებას, სცენის ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 2 თებერვალს ქართული დრამატული დასის მიერ წამოდგენილ ორმოქმედებიან კომედიაში „პარიჟელ ბიჭში“ ჟოზეფის როლს ასრულებდა მარიამ მიხეილის ასული საფაროვა.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფსევდონიმი იყო მოლა ბაშირი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას ფელეტონი „ზოგიერთი ფიქრი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა დავით გიორგის ძე ერისთავის თარგმნილი ორმოქმედებიანი კომედია „პარიჟელი ბიჭი“ და სამმოქმედებიანი კომედია „სადავო მფლობელობა“. ორივე პიესა საკმაოდ ცნობილი იყო საზოგადოებისთვის.