რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გამართულ მარო მდივნის ბენეფისზე წარმოადგინეს პიესები „შურისძიების ღმერთი“ და „დრამატული გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის გაზეთ „ახალ სხივში“ მეუღლე ალექსანდრა ჯუღელი და შვილები — მარგარიტა, სონა, ნორა და ვალენტინა ახლობლებს აუწყებდნენ, რომ 7 თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ სევერიანე მოსეს ძე ჯუღელის გარდაცვალებიდან 6 თვისთავის პანაშვიდსა და წირვას.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს ქართულ თეატრში გაიმართა საგანგებო წარმოდგენა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის — მარო მდივნის ბენეფისს მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო „შურისძიების ღმერთი“ (მეორე პიესასთან — „დრამატული გამგეობის წევრი“ ერთად). სპექტაკლში მონაწილეობდნენ: ნ. კოლხიდელი, ნ. გამყრელიძისა, ვლ. ალექსი-მესხიშვილი, ბ. გამრეკელი- ნებიერიძისა, ნ. ჯავახიშვილი, პ. შოთაძე და სხვ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტში ნ. კ. გაუსმანი წაიკითხავდა ლექციას „კომეტაზე“. ლექციის შემდეგ გაიმართებოდა კონცერტი. დასაწყისი 11 საათზე.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ლეონტი ბარკალაია ფერშალი იყო.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტულაში საერთაშორისო ბანკის გაძარცვისთვის ბრალდებულ სტეფანოვს სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ პეპელა ბერეჟიანი, სონია ძოწენიძე, მეგი დიდია, მარუსია ჟღენტი და აგრაფინა ჭავჭანიძე მწუხარებას გამოთქვამენ პედაგოგ მელიტონ ჩოგოვაძის გარდაცვალების გამო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ ყოფილი მოსწავლეები: მარგარიტა ვაშაკიძე და ა. ცინცაძე მწუხარებას გამოთქვამენ პედაგოგ მელიტონ ჩოგოვაძის გარდაცვალების გამო.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, დანიელ სოხაძემ გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის გამო კარბოლმჟავით თავი მოიწამლა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალ სხივში“ კვაჭაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დანიელ სოხაძის გარდაცვალების გამო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსე ათანასეს ძე ქიქოძე ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 7 თებერვალს დიდუბის ბიბლიოთეკა-სამკითხველო აკურთხეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ შ წ კ გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ ბოცვაძე, ქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ნ. ე. არგულინსკი და ე. გულისაშვილი.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, რკინიგზის კონდუქტორი ა. ჯუღელი საკუთარ სახლში მოკლეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოსასყიდის მიზნით გატაცებული რეალური სასწავლებლის მოსწავლე თფ. მამასთან, ა. სოლოვიოვთან დააბრუნეს.

