რეგისტრირებული ფაქტები92240
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ მირ. ჯაშმა სასულიერო სემინარიის სტუდენტ გიორგი დ. დუმბაძის უდროოდ გარდაცვალების გამო სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა კრებას 79 წევრი ესწრებოდა. კრება საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე საბაევმა გახსნა. სხდომის თავმჯდომარედ ლეონიდე ქიქოძე, ხოლო მდივნად პეტრე მეფისაშვილი აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა კრებას 79 წევრი ესწრებოდა. კრებაზე ი. ნ. გოგოლაშვილმა სარევიზიო კომისიის ანგარიში წაიკითხა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ა. ქალანთარი გაზეთ „მშაკის“ (მუშა) რედაქტორი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფრომ ნიკოლოზის ძე სხირტლაძემ ნდობაზე დაფუძნებული ამხანაგობა „იუჟანე“ დატოვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტში ნ. ე. ერმოლოვი წაიკთხავდა ლექციას პოლიტიკურ ეკონომიაზე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახალხო უნივერსიტეტში გ. ბაევი ჰენრიკ იბსენის „გრანდზე“ ლექციას წაიკითხავდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებნი: 31 წლის გ. მ. მეძმარიაშვილი და 35 წლის კ. ს. ჩუბერია შეიპყრო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის ლომბარდის გამგე ასლამაზოვმა ქალაქის გამგეობას თანამშრომელთა ხელფასით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ხმოსანი მ. საიანცი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 19 მარტს პოლიციამ სასულიერო სემინარიის გაძარცვის ფაქტზე პ. დ. ლებედევი (პენზის გუბერნია) და ა. თულუზოვი (კავკავი) დააკავა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილის საავადმყოფოს ფერშლის სკოლის ეკელსიაში იმავე სკოლის შეგირდის, გიორგი ივანეს ძე სოხაძის პანაშვიდი გაიმართებოდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის სასამართლომ განიხილა დიმიტრი მგელაძის საქმე, რომელსაც ბრალად გიორგი ტუღუშის დაჭრა ედებოდა. სასამართლომ მას სამი კვირით სატუსაღო და დაზარალებულის სასარგებლოდ 200 მანეთის გადახდა მიუსაჯა. დიმიტრი მგელაძეს იცავდა მ. ქიქოძე, ტუღუშს – ივ. კაჩუხოვი.

