რეგისტრირებული ფაქტები87612
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის სასამართლო განყოფილებაში მსახურობდნენ: დავით მოსეს ძე მელიქოვი, სოლომონ თადეოზის ძე ნაცვალოვი, ეგნატე ევსევის ძე თუმანოვი, კორნილე სემიონის ძე სემიონოვი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი სემიონ სემიონის ძე შჩუკინი იყო გუბერნიის მდივანი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი პავლე ანდრიას ძე ჟუკოვი იყო ტიტულარული მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ტიბერი ივანეს ძე ვერჟბიცკი იყო კოლეგიის ასესორი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი ვასილ ადამის ძე რუდკოვსკი იყო კოლეგიის მრჩეველი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა ალექსანდრე ფრანცის ძე პასერბსკი, რომელიც იყო VIII კლასის საქმისმწარმოებელი.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის განმწესრიგებელ განყოფილებაში მსახურობდა პავლე ანდრიას ძე ჟუკოვი, რომელიც იყო VII კლასის საქმისმწარმოებელი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე არუთინოვი იყო გუბერნიის მდივანი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ევგენი ჯაბუამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 2 აბაზი შესწირა, გრიგოლ არჯევანიძემ — 1 აბაზი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ათანასე ჩიქვინიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს აპოლონ მოსეშვილი, კოსტა კვინიხიძე და ტიტიკო ქემოკლიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბერს იასონ გაბილაია მომხმარებელ საზოგადოებათა კავშირის რწმუნებულთა 26-ე კრებაზე დასასწრებად მოსკოვში გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ვალერიან გუნიას, გარსევან რატიანსა და ანდრია ღულაძეს ბარბარე ჯორჯაძისა და იოსებ დავითაშვილის საფლავებზე დასადგმელი ძეგლების დამზადება-დადგმისათვის საჭირო ყველა პროცესისთვის უნდა ეხელმძღვანელათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 8 ნოემბერს კლასიკური გიმნაზიის დირექტორის მზარეულს, გიორგი ჩახუას, სამზარეულოდან ნივთები მოჰპარეს. ჩახუამ მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის შემოდგომაზე ფასანაურში ქუნთრუშა, ყივანახველა და წითელა იყო გავრცელებული. ავადმყოფებს დუშეთის მაზრის ექიმი გიორგი ბროძელი მკურნალობდა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ქ. ხარაბაძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ ჩხეიძე სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს საპატიო თავმჯდომარე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გიორგი ღამბაშიძე და სევასტი გველესიანი სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრებად ჩაეწერნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს ტიტიკო ქემოკლიძემ სოფ. დიმის უფასო წიგნაცავ-სამკითხველოს სხვადასხვა პირის მიერ შეწირული 5. 1 მანეთი გადასცა, ვარლამ ხარაბაძემ — 32 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი 4-მოქმედებიანი პიესა „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ უნდა წარმოედგინათ.

