საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87608

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N20 ბრძანებით, შინაგან საქმეთა კანცელარიის დირექტორი სიმონ პეტრეს ძე გეგელაშვილი გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ გორიდან გაბუნია და ქავთაძე იტყობინებოდნენ, რომ ხალხი თავისი ინიციატივით აგროვებდა ფრონტზე გასაგზავნ სურსათს, მოხალისეები „თხოულობენ ჩქარა იქმნან გაგზავნილი ბრძოლის ველზე. ოსებიც აცხადებენ ბრძოლის ველზე წასვლის სურვილს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ზუგდიდიდან გამოგზავნილი ლეო შენგელაიას წერილი, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ „ხალხი, განურჩევლად მდგომარეობისა მზადაა შესწიროს სიცოცხლე და ქონება სამშობლოს თავდაცვას“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთში „ერთობა“ ჭიათურის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანტონის ძე ანთელიძე წერდა, რომ ყველაგან გროვდებოდა სურსათი და ფული ფრონტისთვის, „ხალხი მზადაა გაიმარჯვოს ან მოკვდეს“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დ. წოწერია პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წელს ვასილ შალამბერიძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან ადმინისტრაციული წესით რუსეთში გაგზავნეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ზაქარია დიმიტრის ძე ქიტიაშვილი გორის ქალაქისთავად აირჩიეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ივანე მიხეილის ძე გომელაურმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელნაწერი წიგნი „ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა“ შესწირა, გრიგოლ კვალიაშვილმა – ხელნაწერი „წამება და მოქმედება წმ. გიორგისა“, ად. ფალავანდიშვილმა – ანტონ კათალიკოსის ხელნაწერი გრამატიკა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მოსე ოქროპირის ძე ურუშაძე ოზურგეთსა და ბათუმში ქართველთა სააღებმიცემო ორგანიზაცია „შუამავლის“ აგენტი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ერმალო ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხელნაწერი გრამატიკა შესწირა, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისამ – ძველი სიგელი, ილია მირიანის ძე ჭყონიამ – 2 ძველი სიგელი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კონსტანტინე ივანეს ძე ღლონტი ყვირილასა და ქუთაისში სააღებმიცემო ორგანიზაცია „შუამავლის“ აგენტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. პ. ფურცელაძე არქეოლოგი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილის მამულში ქვანახშირი აღმოაჩინეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს გიორგი ვახტანგის ძე ბარათაშვილი თავადი იყო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზოტიკე ჩიქვილაძეს მღვდლობის უფლება ჩამოართვეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „ქალის მშვენიერების იდეალი“ გამოქვეყნდა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 7 ნოემბერს ალექსანდრე ილჩენკოს ცხენით ოფიცერი დაეჯახა. ილჩენკო მიხეილის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მძიმე ჭრილობების გამო მალევე გარდაიცვალა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 1-ლი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე გაძარცვეს და 120 მანეთი მოიპარეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მინაია მანჯავიძე ამიერკავკასიის რკინიგზის კონდუქტორი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ლი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო რუსულენოვნებისთვის. ბევრ რუსს სურდა ქართული ენის შესწავლა და სახელმძღვანელოს არქონის გამო ვერ ახერხებდნენ, ზოგიერთ მათგანს კერძო მასწავლებელიც ჰყავდა და მისი დახმარებით სწავლობდა ენას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიაში“ პოლიევქტოს გრიგოლის ძე კარბელოვის ავტორობით IX საუკუნის ტყავზე ნაწერი „საგალობელი“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 1-ელი ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაფიელ დავითის ძე ერისთავი რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენას გეგმავდა.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 1-ელ აპრილს ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანამ იჯარის ვადის გასვლის გამო მუშაობა შეაჩერა და 300-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 6 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კარაბაშევი პოდპორუჩიკი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 აპრილს პოდპორუჩიკ კარაბაშევის სახლი გაძარცვეს და 200 მანეთის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოიპარეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.