რეგისტრირებული ფაქტები93586
სორტირება თარიღი მზარდობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20% – 71. 40 მანეთი გაუგზავნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის ნებართვით ილია ლუკას ძე ბახტაძე საჯარო ლექციებს: „ბატონყმობა და დანიელ ჭონქაძე“, „ახალგაზრდა პოეტები. ვარლამ რუხაძე და მისი პოეზია“ ქუთაისში , ფოთში, სოხუმში, ოზურგეთში, სამტრედიაში, ნაოღალევსა და ჭიათურაში წაიკითხავდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვაჭარი ბ. კირიმ-ომარ-ოღლი ცოლმა, ა. ა. კრივონოგოვამ დანით მოკლა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 6 მარტს თბილისში, კახეთის მოედანზე, თელავის მაზრის მცხოვრები, 47 წლის ა. პ. ხარატიშვილი უეცრად გარდაიცვალა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გარდაიცვალა სარატოვის ოლქის მცხოვრები, 58 წლის მოსე კუსკისი.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 6 მარტს ანტონიევის ქუჩაზე მეეზოვე დ. ნ. შიუკაშვილმა უმიზეზოდ ნავთი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა ივ. რაზმაძეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 3 მარტს სოფელ ფარცხანაყანევის მცხოვრები ვასილ კოხრეიძე და ხონის მცხოვრები ვასილ სვანიძე ხონიდან ქუთაისში მიმავალ ეტლს თავს დაესხნენ და გაძარცვა მოინდომეს. თავდამსხმელები შეიპყრეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პ.მასალკინს უცხოეთში წასვლის ნება მიეცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 6 მარტს სახაზინო თეატრში პ. სობოლევსკიმ წაიკითხა ლექცია აფრიკაში მოგზაურობის შესახებ.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალ სხივში“ უდროოდ გარდაცვლილი სევასტი მურვანიძის მეგობრების: სიმონა დო-ძის, ბესო ჭ-სელისა და ვალიკო გ-რის სამგლოვიარო წერილი გამოქვეყნდა.

